ავტორი:

საქართველო ხვალიდან ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში

საქართველო ხვალიდან ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში

საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს. შესაბამისი განცხადება პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

„ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქე დაინფიცირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაინფიცირებულთა დიდი წილი მოდის იმ ქვეყნებზე, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეეების კონცენტრაცია.

„თითოეული შემთხვევა მონიტორინგზე აქვს აყვანილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიას. ისინი ყოველდღიურ კავშირზე არიან ჩვენს მოქალაქეებთან და მედიკოსებთან. უმეტეს მათგანს კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება და მკურნალობას გადიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივად. ბევრ მათგანს სტაციონართან კომუნიკაციაში საქართველოს წარმომადგენლობები დაეხმარა. კიდევ ერთხელ შეგახსნეებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს საელჩო საზღვარგარეთ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ყველგან ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა“, - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

კახა კალაძე - 3 თვით, იჯარის გადასახადისგან 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე გათავისუფლდება

8 პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს - რას ამბობენ სურსათის მარაგებზე მთავრობაში

როგორია საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი? - საგარეო უწყება ცხრილს აქვეყნებს