ავტორი:

ეროვნულ ბანკში შესული ფული ორი კვირით კარანტინში თავსდება

ეროვნულ ბანკში შესული ფული ორი კვირით კარანტინში თავსდება

ნაღდი ფული, რომელიც დღეს საქართველოში საფინანსო სექტორში მოძრაობს, ეროვნულ ბანკში შესვლისთანავე 2 კვირიან კარანტინში ხვდება და მისგან ვირუსის გადატანის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, კობა გვენეტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას და უკონტაქტო გადახდის სისტემა გამოიყენოს.

"ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ იმ რისკთან, რომელიც ნაღდი ფულის მიმოქცევას მოყვება, ვირუსის გადატანასთან დაკავშირებით, ამაზეც ვიზრუნეთ. უკვე რამდენიმე დღეა ის ფული, რომელიც ყოველდღიურად შედის ეროვნულ ბანკში, საკასო ცენტრში კომერციული ბანკებიდან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან თავსდება კარანტინში ორი კვირის განმავლობაში როგორც მინიმუმი და ამ პერიოდის განმავლობაში არ გავა უკან, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად შევამცირებთ რისკს, რომ ამ მხრივ მოხდეს ვირუსის გადაცემა.

კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია უკონტაქტო გადახდები, შესაძლებლობის ფარგლებში უფრო ხშირად გამოიყენონ ეს უკონტაქტო გადახდები, რაც უფრო შეამცირებს რისკებს ამ მიმართულებით" - განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ფინანსური სექტორი მომზადებული ხვდება ფინანსურ გამოწვევას, რომელიც დღეს არსებობს.

"მიუხედავად იმისა, რომ იქნება სიძნელეები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პოლიტიკის გამო, რომელიც გავატარეთ დღეს კარგად ვართ მომზადებული ამ გამოწვევასთან შესახვედრად", - განაცხადა გვენეტაძემ.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი