ავტორი:

ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს - დაჭრილია ერთი პირი

ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს - დაჭრილია ერთი პირი

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი მოკლეს. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩხუბი მძღოლსა და მგზავრს შორის მოხდა, რა დროსაც უცნობმა პირმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მისამართით იარაღიდან სამჯერ გაისროლა.

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც ასევე მძღოლია და კონფლიქტში გასაშველებლად ჩაერთო. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უტარდება.

შსს-მ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს - 1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გ.ბ.-მ ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი - 1974 წელს დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

პოლიციამ 15 000 ლარით დააჯარიმა ორგანიზაცია, რომელმაც ზუგდიდში პირბადეები დაარიგა

ქუთაისში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც და ჩაკეტილი ჰყავდა და ბინის დატოვების საშუალებას არ აძლევდა

სროლა ახალქალაქში, "ქართული ოცნების" დეპუტატის სახლთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო