ავტორი:

"გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს? ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში" - ალექსანდრე ერქვანია

"გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს? ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში" - ალექსანდრე ერქვანია

"რას ეუბნებით ადამიანებს, რომ ღმერთო არ არსებობს? გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს?" - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ.

მისი თქმით, დაუშვებელია, რომ საგანგებო მდგომარეობა მორწმუნე ადამიანებს შეეხოთ.

"დაუშვებლად მიმაჩნია, საგანგებო მდგომარეობა შეეხოთ მორწმუნე ადამიანებს და შეიზღუდოს წირვა-ლოცვა. ეს არის წარმოუდგენელი, მითუმეტეს ამ განსაცდელის დროს, რომ ადამიანებს აუკრძალო წირვა-ლოცვა, ტაძრებში სიარული და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულეზე გამოკეტოთ სახლში.

რას ეუბნებით ადამიანებს, რომ ღმერთი არ არსებობს? თუ რა ხდება? გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს?

წარმოუდგენელია ამის გაკეთება, თუ ეს ხელისუფლების პასუხია წმინდა სინოდის გადაწყვეტტილებაზე. ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში" - განაცხადა ერქვამიან.

შეგახსენებთ, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ერთი თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა.

"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან

LIVE: "360 გრადუსი" - ცხოვრება ჩაკეტილ ქალაქში

შეზღუდვები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს