ავტორი:

პაციენტი, რომელსაც მარნეულში კორონავირუსი დაუდასტურდა, აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიას მალავდა

პაციენტი, რომელსაც მარნეულში კორონავირუსი დაუდასტურდა, აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიას მალავდა

მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან თბილისში გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პაციენტმა მარნეულში მდებარე "ავერსის" კლინიკას 13 მარტს მიმართა, თუმცა ექიმების თქმით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა, რის გამოც ვირუსზე არ შეამოწმეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ იქამდე ადგილობრივ კლინიკაში მისი დაც იმყოფებოდა, რომელსაც პნევმონიის დიაგნოზი ჰქონდა, თუმცა კორონავირუსზე არც ის შეუმოწმებიათ.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მარნეულში ჩასვლამდე აზერბაიჯანში იმყოფებოდა, თუმცა კლინიკაში მისვლისას ეს ინფორმაცია დამალა.

როგორც ტელეკომპანია "ფორმულას" "ავერსის" კლინიკის დირექტორმა ლელა კიწმარიშვილმა განუცხადა, მათ კლინიკაში კარანტინია გამოცხადებული და პაციენტებთან მნახველებს არ უშვებენ.

"არანაირი მწვავე რესპირატორული სინდრომი ამ პაციენტთან გამოხატული არ იყო. უარყვეს კონტაქტი ყველანაირ შესაძლო დაინფიცირებულთან, დამალეს მოგზაურობა აზერბაიჯანში, ეს შემთხვევით გაირკვა.

კლინიკაში უკვე კარგა ხანია, არის კარანტინი და არანაირი მიმოსვლა პაციენტებთან არ ხდება. ამის შესახებ ინფორმირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი", - აღნიშნა კიწმარიშვილმა "ფორმულასთან".

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 54 დადასტურებული შემთხვევაა.

თეგეტა მოტორსის განცხადება

"გარდაბანში არ იციან, რომ ვირუსია გავრცელებული... ვინც იგებს, პოლიტიკის ნაწილი ჰგონია" - როგორ ცდილობს აზერბაიჯანელი გოგონა კორონავირუსის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას

LIVE: რა ბედი ელის ოლიმპიურ თამაშებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში?