ავტორი:

როგორ გამოიყურება საველე ჰოსპიტალი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში მოაწყო (ფოტოები)

როგორ გამოიყურება საველე ჰოსპიტალი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში მოაწყო (ფოტოები)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

ჰოსპიტალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მარნეულში იმყოფებოდა მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და ქბრბ სამმართველოს ხელმძღვანელები.

როგორია მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ამ ეტაპზე ვინარჩუნებთ სიცოცხლეს"

რა ვითარებაა მარნეულში, სადაც ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები მოსახლეობას დილიდან ინტენსიურად ამოწმებენ

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი განიკურნა - მარინა ეზუგბაია უახლესი ცნობებით