ავტორი:

დირსი კორონავირუსთან საბრძოლველად 200 000 ლარს გამოყოფს

დირსი კორონავირუსთან საბრძოლველად 200 000 ლარს გამოყოფს

კომპანია „დირსი“სახელმწიფოს მხარდასაჭერად, კორონავირუსთან საბრძოლველად ქმნის ფონდს და მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 200 000 ლარის ოდენობით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-თან ბრძოლას.

„კომპანია „დირსი“ გვერდში უდგას ქვეყანას არსებული გამოწვევის გზაზე და მზადაა 200 000 ლარი მიმართოს COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად. აღნიშნული თანხიდან 100 000 ლარი გადაირიცხა ფონდში #stopcov, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით დაფუძნდა. ერთიანი ძალებით შევძლებთ მალე წარმატებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას,“-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია ითვალისწინებს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და გადადის დისტანციურ მუშაობაზე. კომპლექსსა და ოფისებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დაცულია ყველა სანიტარული ნორმა.

დირსიერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სამშენებლო პროექტი და ყველაზე მასშტაბურიდასრულებული საცხოვრებელიკომპლექსია, როგორც თბილისში ასევე მთელს საქართველოში.

R

სს „ნიკორას“ ჰოლდინგში შემავალი ბრენდების პროდუქციაზე ფასები უცვლელი რჩება

ნივთები, რომლებიც პანდემიასთნ ბრძოლის დროს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

"ბეკო" ერთგულ მომხმარებლებს საუკეთესო გადაწყვეტილებას სთავაზობს: საოჯახო ტექნიკის ექსკლუზიური შერჩევის, ონლაინ და სატელეფონო კონსულტაცია-მიწოდების სერვისი