ავტორი:

არის თუ არა სახიფათო მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები? - "თუ ვინმეს შიში აქვს, გარეცხოს სარეცხი საპნით"

არის თუ არა სახიფათო მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები? - "თუ ვინმეს შიში აქვს, გარეცხოს სარეცხი საპნით"

22 მარტს, მთავრობამ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დააწესა მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა-გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი მედიკამენდების, საკვების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გარდა, იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მუნიციპალიტეტის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად.

იმის გათვალისწიებით, რომ მარნეულიდან ჩამოტანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით თბილისის და არამხოლოდ თბილისის დიდი ნაწილი მარაგდება, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა შიში, რამდენად უსაფრთხოა ამ პროდუქციის მიღება.

AMBEBI.GE სპეციალისტებს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, არის თუ არა საშიში მარნეულსა და ბოლნისში მოყვანილი ხილ-ბოსტნეული და სხვა პროდუქტები ჯანმრთელობისთვის და რამდენად მაღალია ალბათობა იმისა, რომ იგი კორონავირუსის გავრცელების წყაროდ იქცეს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ რაიმე განსაკუთრებული ზომები მარნეულში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით არ მიუღიათ. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღავანელმა თეა შველიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ მოსახლეობამ ამ შემთხვევაშიც უნდა იხელმძღვანელოს იმ ზოგადი რეკომენდაციებით, რაც სააგენტომ გასცა.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოხდება პროდუქტების შეტანა და გამოტანა ამ მუნიციპალიტეტებიდან, ვერაფერს გეტყვით. სურსათთან დაკავშირებით ჩვენ რეკომენდაციები არერთხელ გავეცით, თუ როგორ უნდა მოიქცენ აგრარული ბაზრები, მომხმარებლები და რა უნდა გაითვალისწინონ პროდუქტების შეძენისას. ამიტომ ახალს ვერაფერს ვიტყვით ამ მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ის რეკომენდაციები, რაც გავრცელებულია სურსათის ტრანსპორტირებისა და გაყიდვასთან მიმართებაში. ყველა აგრარულ ბაზარს აქვს შესაბამისი რეკომენდაციები, რომ ხშირად მოხდეს ტერიტორიების რეცხვა-დეზინფექცია, ასევე ხშირად უნდა მოხდეს პერსონალის პირადი ჰიგიენის დაცვის კონტროლი - ხელთათმანები, პირბადეები, თავსაბურავები.

მომხმარებლები ნუ შეეხებიან ზედმეტად პროდუქტებს ყიდვისას, გამოიყენონ ხელთათმანები და სახლში მიტანილი პროდუქტები დაამუშაონ საფუძვლიანად. ეს არის ის ზოგადი რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით აქამდე“ - ამბობს თეა შველიძე.

უფრო კონკრეტულად კი, აგრარულ ბაზრებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები ასეთია:

  • გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
  • შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;
  • სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
  • გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
  • ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;
  • ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;

აგრარულ მეცნიერებათა აკადემიკოსი, თსუ-ს პროფესორი დიანა ძიძიგური AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მარნეულიდან შემოსული პროდუქციის მხრივ, ზედმეტი შიშების საფუძველი არ არსებობს:

"ახლა პანიკა არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, რადგან განსაკუთრებული საშიშროება ამ მხრივ არ არსებობს. ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ყველგან. მაგალითად, საკუთარ სადარბაზოში, ლიფტში და ა.შ. თუ ის არ დაიცავს შესაბამის ზომებს.

მაგიდა, სკამი, კარტოფილი თუ სტაფილო, თუ მათზე მოხვედრილია შხეფი წვეთოვანი გზით, შესაძლოა იყოს საფრთხისშემცველი. თუმცა, ამ პროდუქტის შიგნით ხომ ვერ შევა ეს ვირუსი? ამიტომ ვიყიდოთ თამამად პროდუქტები და გავრეცხოთ ცხელ წყალში საგულდაგულოდ. თუ ვინმეს მოჭარბებული შიში აქვს, გარანტიისთვის, გარეცხოს საპნითაც, მაგრამ 70-% იანი სარეცხი საპნით. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქირურგები, ჭრილობების ჩამობანისას, სწორედ სარეცხ საპონს სთავაზობენ პაციენტებს და არა სხვა სურნელოვან და ფერად საპნებს.

ამიტომ პანიკას ნუ ავყვებით, ჯერ ერთი ამხელა გამძლეობაც არ აქვს ამ ვირუსს, რომ მუდმივად დარჩეს პროდუქტებზე. მთავარი კი ის არის, რომ თავდაცვის მექანიზმი არსებობს - გარეცხონ, დაამუშაონ პროდუქტი და მორჩა!“ - ამბობს დიანა ძიძგური.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას კოორდინაციას პრემერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გაუწევს. სუბარის თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ მარნეულსა და ბოლნისში სოფლიოს მეურნეობის სამუშაოებზე პრობლემები არ შეექმნათ ადგილობრივ მოქალაქეებს, თუმცა გაფრთხილებაა, რომ იყოს მაქსიმალურად დაცული რეკომენდაციები, მაგალითად, როცა სამუშაოდ მიდიან მანქანაში არ იყოს ორზე მეტი ადამიანი და ა.შ.

ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა