ავტორი:

როგორ ავარჩიოთ პროფესია - ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს

როგორ ავარჩიოთ პროფესია - ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს

პროფესიის სწორად არჩევაზე ხშირ შემთხვევაში, ჩვენი პირადი ბედნიერებაა დამოკიდებული. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება კი გვიწევს ისეთ ასაკში, როცა საკუთარ მომავალზე შეხედულებები ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული. ამ ჩამოუყალიბებლობას მოსდევს მშობლებისა და გარშემომყოფების მოსაზრებების მიხედვით პროფესიის შერჩევა და ხანდახან იმედგაცრუება და სინანული იმის გამო, რომ საკუთარ თავს არ მოვუსმინეთ.

ეს ერთ-ერთი ისტორიაა იმ მრავალ ამბავს შორის, რომელიც „ქუთაისის უნივერსიტეტის“ მიერ შექმნილ დახურულ ჯგუფში იწერება, სადაც აბიტურიენტები და სტუდენტები ერთმანეთს თავიანთ ისტორიებს უზიარებენ:

„ეს ის საკითხია, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მტკივა და არ ვეხები, მაგრამ ჩემმა ისტორიამ შეიძლება სხვების ცხოვრება შეცვალოს. ამიტომ გიყვებით.

ღრმა ბავშვობიდან მინდოდა და მაინტერესებდა ჟურნალისტიკის სფერო, მაგრამ დიდი ზეგავლენის შემდეგ, იურიდიული ფაკულტეტი ამირჩიეს ისე, რომ არც ვიცოდი და საბუთებიც თავად შეიტანეს. გავაპროტესტე, თუმცა ტყუილად, მაინც მომიწია სწავლა. მე არაფერი ვიცოდი ისე გააკეთეს. მე-10 კლასიდან გამოიტანეს საბუთები და კოლეჯში შეიტანეს.

დავასრულე კოლეჯში სწავლა და შემდეგ სხვის დაუხმარებლად ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ვისწავლე მაინც, ახლა ერთერთ ტელევიზიაში ვარ სტაჟიორი და შტატში ჩასმას ველოდები. დიდი წვალების მერე გავიტანე მაინც ჩემი.

თუმცა წლები დამჭირდა... უკვე 31 წლის ვარ, . 3 წელი ვიყავი კოლეჯში, ჟურნალისტიკას 28 წლიდან ვსწავლობ. სადაც რამე გამოჩნდა ყველგან ვიყავი ჩართული , რომ ამესრულებინა ის ოცნება, რაც მქონდა ბავშვობიდან. გასულ წელს დავამთავრესწავლა, შემდეგ გავიარე ტრენინგები, დავხვეწე ეს პროფესია ჩემში. სამ შვილთან ერთად პროფესიის აწყობა რთულია, მაგრამ თუ რაღაც ძალიან გინდა ენერგია არ უნდა დაიშურო.“, - წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

ასეთი ისტორიები ბევრია, თითქოს ყველა ერთმანეთის მსგავსი, თუმცა მაინც განსხვავებული სინანულისა და გულისწყვეტის ამბები, რომელსაც ვერავის უამბობენ-ხოლმე.

რამდენად დიდია ჩვენს ქვეყანაში მშობლების გავლენა აბიტურიენტებზე და რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს პროფესიის სხვისი გავლენით შერჩევამ? - ამის შესახებ „კამარას“ ფსიქოთერაპევტ მერი გელაშვილს ვესაუბრეთ:

რა დოზითაა რეკომენდებული მშობლის ჩარევა? რა რეკომენდაციები უნდა მისცეს და რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მშობლების მხრიდან მისთვის სასურველი პროფესიის არჩევის აკრძალვამ?

პროფესია, რომელსაც ვირჩევთ, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენს მომავალზე და ზოგადად, გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ზრდასრული ადამინების უმეტესობა, ხშირად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას თავისი დროის უდიდეს ნაწილს უთმობს, ცხადია, მათ, გარდა ფინანსური მხარისა, სურთ საინტერესო და სასიამოვნო სამსახური, რაც უმეტეს შემთხვევაში არ აქვთ-ხოლმე.

პროფესია ჩვენი იდენტობის ნაწილია. ის უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ და ემოციურ მდგომარობაზე. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ სწორად არჩეული პროფესია ზრდის თვითრწმენას, ამცირებს ფიზიკური, სომატური და ფსიქიკური სირთულეების გამოვლენის სიხშირეს.

არასაინტერესო საქმიანობა ინდივიდს ძლიერ სტრესავს. მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნამ კი შესაძლოა გამოიწვიოს, როგორც ინტერნალიზებული (შფოთვა,დეპრესია,საკუთარ თავში ჩაკეტილობა), აგრეთვე ექსტერნალიზებული (აგრესიული,ოპოზიციურ-დევიაციური) სირთულეები.

მშობლების მხრიდან ზეწოლა მოზარდს ართმევს შესაძლებლობას, თავად გააკეთოს არჩევანი, თავად აიღოს პაუხისმგებლობა, გახდეს დამოუკიდებელი პიროვნება, რომელიც საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და მუდმივად ვითარდება. თუკი მშობელი მუდმივად მის მაგივრად წყვეტს ყველაფერს, მოზარდს ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და ზრდასრულობაშიც საკუთარი თავით მუდმივად უკმაყოფილოა.

პროფესიის იძულებითი არჩევა, იწვევს პიროვნების ,,იძულებით’’ ჩამოყალიბებას.

სასურველი პროფესიის არჩევისას მოზარდები ახერხებენ თუ არა მშობლების და გარშემომყოფების დაჟინებულ მოთხოვნას წინააღმდეგობა გაუწიონ?

ეს ინდივიდუალური პროცესია. თუ მოზარდი გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობებს, დარწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში და ადეკვატურად შეაფასებს მათ, სწორად გამოიყენებს საკუთარ კომუნიკაციურ უნარებს მშობლებთან და გარემოცვასთან, ის მოახერხებს დაარწმუნოს გარემოცვა საკუთარი არჩევანის სისწორეში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამწუხაროდ ეს ყოველთვის ასე არ ხდება და მოზადების დიდი ნაწილი ამ გავლენებს თავს ვერ აღწევს.

გადახედეთ თქვენ გარემოცვას და გაიგებთ ამ კითხვაზე პასუხს -რამდენმა მოახერხა თქვენი სამეგობრო-სანაცნობოდან ამ წინააღმდეგობის დაძლევა?

მოზარდების და აბიტურიენტების მომართვიანობა დიდია (მშობლების მხრიდან ზეწოლას მხოლოდ მოზარდები არ განიცდიან, ჩვენს მოცემულობაში ეს თითქმის ყველა ასაკში ხდება). მშობლების მხრიდან გავლენის მოხდენის მცდელობა, ხშირად სახელდება უგუნებობის, დაქვეითებული გუნება-განწყობილების, არაადეკვატური თვითშეფასების გამომწვევ მიზეზთა შორის. თუმცა, ასევე ხშირია მოზარდების მხრიდან მერყეობა პროფესიის არჩევის დროს, როდესაც მოზარდი მშობლის ნებას უპირობოდ ემორჩილება, გაუცნობიერებლად ირიდებს პასუხისმგებლობას და მას სხვებს აკისრებს. არასაურველი შედეგის დადგომისას კი საკუთარ წვლილს უმნიშვნელოდ მიიჩნევს, რადგან არჩევანი თავად არ გაუკეთებია.

საინტერესოა, როგორ ეხმარებით ამ მოზარდებს? ვიცი, რომ კამპანიაც წამოიწყეთ „ქუთაისის უნივერსიტეტთან“ ერთად, რომელსაც აბიტურიენტები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს...

გარდა იმისა, რომ „კამარა“ ამ პრობლემით უამრავ ადამიანს ეხმარება, დავიწყეთ „ქუთაისის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობა და ჩავერთეთ მათ კამპანიაში - „შენ გადაწყვიტე“. კამპანია მიზნად ისახავს, აბიტურიენტებს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებაში დაეხმაროს. კამპანიის ფარგლებში, მოზარდები მიღებენ ონლაინ-კონსულტაციებს, მხარდაჭერას ფსიქოლოგის მხრიდან. გაიზრდება ცნობიერება პროფესიის არჩევასთან მიმართებაში. მოზარდები გააცნობიერებენ საკუთარი პასუხისმგებლობის (არჩევანის) როლს ზრდასრული ცხოვრების საწყის ეტაპზე. კამპანია პოზიტიურად იმოქმედებს მათ თვითრწმენასა და მოტივაციაზე. დაეხმარება, ემოციურად მომზადებული შეხვდნენ ეროვნულ გამოცდებს.

როგორც „ქუთაისის უნივერსიტეტში“ განმარტავენ, კამპანია „შენ გადაწყვიტე“ სოციალურ ქსელში ანონიმურ გვერდზე მიღებული შეტყობინებიდან დაიწყო. სტუდენტმა უნივერსიტეტს მისწერა, რომ სურდა, სხვა პროფესია აერჩია და „ქუთაისის უნივერსიტეტში“ ესწავლა და არა იქ, სადაც მშობლებმა ჩააბარებინეს.

„ამ ისტორიამ გვაფიქრებინა, რომ შეიძლებოდა, ის არ ყოფილიყო ერთადერთი, ვინც სასწავლებელსა თუ პროფესიას მშობოლებისგან დამოუკიდებლად ვერ ირჩევს. ამ შინაარსის პოსტები რამდენიმე ჯგუფში დავწერეთ და აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემა არაერთ ახალგაზრდას აქვს. ისიც გაირკვა, რომ ასეთი ადამიანების ძირითადი ნაწილი სხვების არჩეულ პროფესიაში წარმატებას ვერ აღწევს. ისინი უმეტესწილად პროფესიულად შეუმდგარნი არიან, ვერ ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს, რადგან მათი საქმიანობა გულიდან არ მოდის. რადგანაც ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნელოვანი ინტელექტუალური რესურსია, საჭიროდ მივიჩნიეთ მათთვის მხარდასაჭერი აქციის დაგეგმვას. სწორედ სტუდენტის მიერ ანონიმურად გამოგზავნილმა ისტორიამ გადაგვაწყვეტინა, შეგვექმნა ჯგუფი, სადაც აბიტურიენტები ერთმანეთს თავიანთ ამბებს ანონიმურად გაუზიარებდნენ. მართლაც შევქმენით ეს სივრცე, რომელიც ბევრ აბიტურიენტს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება“, - განგვიმარტა „ქუთაისის უნივერსიტეტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გაგა ჩიხლაძემ.

აქციის ფარგლებში უნივერსიტეტი როგორც ონლაინ-ლექციებს, ისე სხვა დამატებით აქტივობებსაც გეგმავს, რომელიც კამპანიის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.

„ქუთაისის უნივერსიტეტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრო გაგა ჩიხლაძე გვიამბობ, რომ კამპანიის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ჭრილში გადაყვანაც გადაწყვიტეს რათა აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთება გაუადვილდეთ, ხოლო სტუდენტებმა მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღონ.

„ჩვენი სტუდენტებისთვის სოციალურ ქსელში გავაკეთეთ ანონიმური გვერდი, სადაც ისინი პერიოდულად ფარულად გვწერენ ისეთ რაღაცებს, რისი თქმაც პირდაპირ შეიძლება მოერიდოთ. აქ ერთი ემოციური წერილი მივიღეთ, სადაც ავტორი გვიზიარებდა საკუთარ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდოდა ჩვენთან სწავლა , მაგრამ მშობლების დაჟინებული მოთხოვნის გამო სხვაგან ჩაააბარა, სხვა პროფესიაზე.

ამ ისტორიამ გვაფიქრებინა, რომ შეიძლებოდა, ის არ ყოფილიყო ერთადერთი, ვინც სასწავლებელსა თუ პროფესიას მშობოლებისგან დამოუკიდებლად ვერ ირჩევს. ამ შინაარსის პოსტები რამდენიმე ჯგუფში დავწერეთ და აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემა არაერთ ახალგაზრდას აქვს. ისიც გაირკვა, რომ ასეთი ადამიანების ძირითადი ნაწილი სხვების არჩეულ პროფესიაში წარმატებას ვერ აღწევს. ისინი უმეტესწილად პროფესიულად შეუმდგარნი არიან, ვერ ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს, რადგან მათი საქმიანობა გულიდან არ მოდის“, - გვიამბობს გაგა ჩიხლაძე.

„შენ გადაწყვიტე“ მიზნად ისახავს, აბიტურიენტებს დაანახოს, რომ თავიანთი მომავალი მხოლოდ მათ ხელშია და გარშემომყოფების ზეგავლენით პროფესიის არჩევის შემთხვევაში, პროფესიონალებად ჩამოყალიბება და წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ. თუმცა პროფესიის არჩევისას დაშვებული შეცდომა მხოლოდ სხვების გავლენით გადაწყვეტილების მიღება არაა. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა 17-18 წლის ასაკის ადამიანმა ზუსტად არ იცის რისი კეთება უნდა სამომავლოდ და მას მშობლების მხარდაჭერა სჭირდება. სინამდვილეში, მშობელი განუზომლად დიდ როლს თამაშობს შვილის კარიერულ წინსვლაში და აბიტურიენტები მათი მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს შეძლებენ.

კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტმა ფსიქოლოთერაპიის სახლ „კამარასთან“ ერთად, ონლაინ-ლექციები დაიწყო, სადაც პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით თერაპევტი მერი გელაშვილი ისაუბრებს.

მერი გელაშვილის თქმით, თუ მოზარდი გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობებს, დარწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში და ადეკვატურად შეაფასებს მათ, სწორად გამოიყენებს საკუთარ კომუნიკაციურ უნარებს მშობლებთან და გარემოცვასთან, ის მოახერხებს, გარემოცვა საკუთარი არჩევანის სისწორეში დაარწმუნოს.

„აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამწუხაროდ ეს ყოველთვის ასე არ ხდება და მოზადების დიდი ნაწილი ამ გალენებს თავს ვერ აღწევს. გადახედეთ თქვენ გარემოცვას და გაიგებთ ამ კითხვაზე პასუხს -რამდენმა მოახერხა თქვენი სამეგობრო-სანაცნობოდან ამ წინააღმდეგობის დაძლევა?.

სწორედ ამიტომ კამპანიის ფარგლებში აგრეთვე იგეგმება ონლაინ კონსულტაციების წარმართვა აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მოზარდებთან. განხილული იქნება რიგი ფსიქოლოგიური საკითხებისა, რომლებიც კავშირშია პროფესიული საქმიანობის არჩევასთან. კონსულტაციების დროს პასუხი გაეცემა მოზარდების და აბიტურიენტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს“, - აღნიშნა თერაპევტმა.

კამპანიის მიმდინარეობისას, მოზარდები მიღებენ მხარდაჭერას ფსიქოლოგის მხრიდან. გაიზრდება ცნობიერება პროფესიის არჩევასთან მიმართებაში, მოზარდები გააცნობიერებენ საკუთარი პასუხისმგებლობის (არჩევანის) როლს ზრდასრული ცხოვრების საწყის ეტაპზე.

თერაპევტის შეფასებით, „შენ გადაწყვიტე“ პოზიტიურად იმოქმედებს მათ თვითრწმენასა და მოტივაციაზე და დაეხმარება მათ ემოციურად მომზადებული შეხვდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

R

შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?

სერვისები, რომლებიც სახლიდან მუშაობის პროცესში დაგეხმარებათ

Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა“