ავტორი:

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა

კორონავირუსით დაავადებულთა 80% დაავადება მსუბუქ ფორმებში გადააქვთ.

  • ინფექციის მტარებელი გადამდებია

იმას, რომ ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებს ინფექცია მსუბუქად უვლინდებათ, მეცნიერები თვლიან დაავადების სწრაფად გავრცელების ერთერთ მიზეზად. ბავშვებში COVID-19 უმრავლეს შემთხვევაში პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ანუ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ დაავადების ნიშნები გამოხატული, შეიძლება გახდნენ ვირუსის გამავრცელებლები. გერმანიაში ეპიდემია ასე დაიწყო.

  • როგორ ამოვიცნოთ დაავადება

COVID-19-ის ზოგადი მახასიათებელი ნიშნებია: სხეულის ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა, ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა. შესაძლებელია, ზოგჯერ ზოგადი სინუსური ინფექციის (სინუსიტის) ნიშნები ან ცუდად ყოფნის შეგრძნება ცხელების გარეშე.

დაავადების მსუბუქი ფორმისას სიმპტომები 2 კვირაში გადის, ხოლო მძიმე შემთხვევებისას, ნარჩუნდება 6 და მეტი კვირის განმავლობაში.

  • როგორ გავარჩიოთ COVID-19 მწვავე რესპირატორული დაავადების ან გაციებისაგან

მწვავე რესპირატორული დაავადების და გაციების დროს COVID-19-ისაგან განსხვავებით, არის სველი ხველა და არა მშრალი და ყოველთვის აღინიშნება ცხვირის გაჭედილობა და სურდო. მსგავსი სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის მცირედ მომატება და მსუბუქი ან ზომიერი თავის ტკივილი.

  • გრიპში რომ არ აგვერიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გრიპისა და COVID-19-ის სიმპტომები მსგავსია. ორივე იწვევს რესპირატორულ დაავადებას. მაგრამ გრიპის დროს არ აღინიშნება ქოშინი, და სუნთქვასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები, ტემპერატურა კი თითქმის ყოველთვის მაღალია, განსხვავებით COVID-19-ისაგან. წაიკითხეთ სრულად

"ჩვენთან 3 ახალშობილია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა მძიმეა" - ლევან რატიანი

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ძველი და ახალი პაციენტების მდგომარეობა - უახლესი მონაცემები სხვადასხვა კლინიკიდან

ესპანელი მედიკოსების თქმით, კორონავირუსის გამოსავლენი ჩინური სწრაფი ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა