ავტორი:

"გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განმარტება" - "ევოლუშენ გეიმინგი" განცხადებას ავრცელებს

"გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განმარტება" - "ევოლუშენ გეიმინგი" განცხადებას ავრცელებს

ონალაინ კაზინოების პროვაიდერი კომპანია “ევოლუშენ გეიმინგი”, რომელიც დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დახურა, “ფეისბუქის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ის ღონისძიებებია დასახელებული, რომელიც კომპანიამ დაკეტვამდე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე განახორციელა.

“მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განმარტება:

დღეს დილას, ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მუშაობის პროცესში თავი იგრძნო შეუძლოდ. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სპეციალურ ოთახში. გეგმის შესაბამისად, დავუკავშირდით სამედიცინო სამსახურს, რომელმაც არ ჩათვალა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ვირუსის სიმპტომები და შესაბამისად, არ მოხდა მისი ტესტირება. მას უბრალოდ მიეცა მითითება წასულიყო სახლში, თვითიზოლაციაში. გარკვეული დროის შემდეგ ამ ადამიანმა დაადასტურა რომ თავს გრძნობდა კარგად და არ ჰქონდა სიმპტომები, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე თავად ეს ადამიანი და ყველა მასთან შემხებლობაში მყოფი პირი სახლში გაგზავნის შემდეგ, არიან თვითიზოლაციაში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ ვირუსის შემთხვევის დადასტურება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოგვცა მითითება სტუდიის შემდგომი საქმიანობის შეჩერების თაობაზე. ყველა თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა სტუდიებში სახლშია და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვიწევს შევაჩეროთ საქმიანობა, ჩვენი თანამშრომლების - თამაშის წარმდგენებისა და ბანქოს მჩეხავების შრომითი ხელშეკრულება შეჩერებულია ანაზღაურების გარეშე. Evolution Georgia-ს სურს ხაზი გაუსვას რომ მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ იმ პროაქტიული ქმედებების სია, რომელიც კომპანიამ ბოლო კვირების მანძილზე გაატარა, რათა თბილისის ოფისი უსაფრთხოდ შეენარჩუნებინა:

შენობაში შესვლა: ყველა შემომსვლელი ადამიანისთვის ტემპერატურის გაზომვა. მათ, ვისაც უფიქსირდებოდათ სიცხე, არ დაიშვებოდნენ შენობაში; აკრძალული იყო ყველა გარე ვიზიტი შენობაში; ყველა თანამშრომელს, ვინც არის საქართველოს საკარანტინო ზონებიდან, შეეზღუდა სამსახურში მოსვლა და ცვლებში მუშაობა დაუყოვნებლივ. ადამიანების რაოდენობის შემცირება:თანამშრომლების რაოდენობა შენობაში მკვეთრად შემცირდა; ყველას თანამშრომელს, ვისი სამუშაოს სპეციფიკაც ამას ითვალისწინებდა, მუშაობდა დისტანციურად; შეჩერდა ყველა ტრენინგი; შეჩერდა გასაუბრების ყველა ეტაპი; გამოირთო ყველა ლიფტი; შეჩერდა ყველა სამშენებლო სამუშაო ძირითად შენობაში;

სოციალური დისტანცირება; შენობა A და შენობა С განცალკევებით ოპერირებს. გუნდები სრულიად განცალკევდნენ და არავის აქვს შესაძლებლობა გადაადგილდეს შენობებს შორის. სოციალური დისტანცირება სავალდებულო გახდა ყველა საერთო სივრცეში. სოციალური დისტანცირების მონიტორინგისთვის გამოიყო თანამშრომლების ჯგუფი; სატრენაჟორო დარბაზი დაიხურა; გასართობი ზონა დაიხურა; შეხვედრები გაუქმებულია ან გადატანილია ციფრულ არხებზე.

დეზინფექცია: სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების შეძენა, ყველა ზედაპირის ყოველდღიური დამუშავება, როგორიცაა: კარის სახელურების, თითის ანაბეჭდის სკანერის, მაგიდების, სკამების, მოაჯირების, სარკეების, ლიფტის და სხვა. დამატებითი თანამშრომლები გამოიყო შენობის ყველა ზედაპირის მუდმივი დასუფთავებისთვის; გასული კვირის ბოლოს მოხდა შენობის სრული დეზინფექცია, რომლის დროსაც დროებით დაიხურა ყველა მაგიდა და სტუდია; მიმღებში განთავსდა ანტიბაქტერიული ხელსახოცები და ხელის მინი სანიტაიზერები. შენობაში დამატებითი ხელის სანიტაიზერები დამონტაჟდა; საერთო სივრცეში ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია ნიღაბი; ხელის საშრობები გათიშულია და ხელმისაწვდომია მხოლოდ ქაღალდის ხელსახოცები.

მოგზაურობა: ყველა მივლინება გაუქმდა; ყველა თანამშრომელი, რომელმაც ბოლო დროს იმოგზაურა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში; ამოქმედდა შიდა ცხელი ხაზი მოგზაურობასთან და თვითიზოლაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პროცედურები:დროებითი შრომისუუნარობის პროცედურა შეიცვალა, რათა შემცირებულიყო სამსახურში მაღალი სხეულის ტემპერატურის მქონე თანამშრომლების დაბრუნება ბიულეტენიდან; ყველა თანამშრომელი, ვინც თავს არაკომფორტულად/ საფრთხეში გრძნობდა სამსახურში, ამოღებულ იქნა სამუშაო განრიგიდან; მინიმალური სამუშაო საათების მოთხოვნა გაუქმებულ იქნა შემდგომ განკარგულებამდე ; გავრცელებულ იქნა ინფორმაცია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივი უფლებამოსილი ორგანოების რეკომენდაციების შესახებ, რათა მომხდარიყო ყველას ინფორმირება პრევენციულ ღონისძიებებზე, მათ შორის, გავრცელდა პოსტერები ოფისში, სტატიები ინტერნეტში და განცხადებები თანამშრომელთათვის განკუთვნილ ფეისბუქის გვერდზე”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში

რა შემთხვევაში გვიცავს ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან - რეკომენდაცია პედიატრისგან

"სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ, თენგიზ ცერცვაძემ თავისი სახსრებით უყიდა" - რას წერს ინფექციურში მყოფი მოხუცის შვილიშვილი

"გამოტყდით, ვინ დამწყევლა, გაქრი ეკრანიდანო..." - რატომ მოხვდა ინგა გრიგოლია საავადმყოფოში