ავტორი:

ესპანეთში თავშესაფრებში მიტოვებული და საწოლში გარდაცვლილი მოხუცები იპოვეს - თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად მიატოვა

ესპანეთში თავშესაფრებში მიტოვებული და საწოლში გარდაცვლილი მოხუცები იპოვეს - თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად მიატოვა

ესპანელმა სამხედროებმა მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული მოხუცები აღმოაჩინეს, ზოგიერთი მათგანი საწოლში გარდაცვლილია, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ, თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად მიატოვა. გარდაცვლილი მოხუცები მორგში მუნიციპალური დამკრძალავი სერვისის სპეციალურად აღჭურვილმა თანამშრომლებმა უნდა გადაიყვანონ, რასაც, ხელისუფლების განმარტებით, დაახლოებით 24 საათი დასჭირდება.

"მთავრობა უნდა იყოს ძალიან მკაცრი ასეთი შემთხვევების დროს", - ამბობს ესპანეთის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი.

ესპანეთში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი ჩინეთისა და იტალიის შემდეგ. ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 182-ს მიაღწია.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ით გაიზარდა - სენატმა 2 ტრლნ-იან სტიმულირების პაკეტს დაუჭირა მხარი

"კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს" - ინდოეთი კარანტინში და საკვების გარეშე დარჩენილი მილიონობით ადამიანი

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა