ავტორი:

"დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება" - რა შეცვალა პანდემიამ ნიკა წულუკიძისა და თათული ედიშერაშვილის ცხოვრებაში

"დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება" - რა შეცვალა პანდემიამ ნიკა წულუკიძისა და თათული ედიშერაშვილის ცხოვრებაში

ადამიანები COVID-19-ის გავრცელებისას ახალი ცხოვრების სტილზე გადავიდნენ. ზოგმა შინ გამოკეტვას და დისტანციურ მუშაობას ალღო ადვილად აუღო, ზოგს ცოტა უჭირს, თუმცა, როგორც ამბობენ, თავს ზემოთ ძალა არაა, რადგანაც ჯანმრთელობა უმთავრესია! AMBEBI.GE აგრძელებს ინტერვიუებს ცნობილ ადამინებთან იმის თაობაზე, როგორ გადაეწყნენ ცხოვრების ახალ რიტმზე და რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში ამ პერიოდში.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი:

"ცხოვრების ახალ სტილზე გადასვლა ნაკლებად შემეხო, რადგანაც ტელევიზიაში დავდივარ, გადაცემები პირდაპირ ეთერში გადის, რომ ადამიანებს შევუმსუბუქოთ სახლში ხანგრძლივად ყოფნის განცდები. ამასთან, ვეძებ ისტორიებს ადამიანებზე, რომლებიც იძულებით იყვენენ მარტოობაში და როგორ გაჰყავდათ დრო. ერთადერთი, რასაც ცოტა ვერ შვეგუე, ეს არის ონლაინლექციები, „თეატრალურში“. თემურ ჩხეიძის და გიორგი სიხარულიძის ჯგუფებთან ონლაინლექციებს ვატარებ, მაგრამ ესეც ნელ-ნელა სახალისო პროცესი გახდა, მანამდე არ მომწონდა, კომპიუტერის ეკრანს რომ ვუყვებოდი, თითქოს მიჭირდა მასთან საუბარი. ახლა შევეჩვიე და სხვა გზა არ არის, იძულებულები ვართ, ასე ვიმუშაოთ. იმედია, რომ ამ ფორმით ყველა სტუდენტთან კონტაქტი თანაბრად მყარდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯობს, სტუდენტს თვალებში უყურებდე და ისე ამოგზაურებდე შენს დროსა და სივრცეში... მედიცინის მუშაკების რეკომენდაციებს ბოლომდე ვიცავ... ახლა მოთმინების გამოცდის დრო დადგა და ეს გამოცდა კარგად უნდა ჩავაბაროთ, - გვეუბნება ნიკა წულუკიძე და გვიყვება თეატრის ცხოვრებიდან ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც გარკვეულ კრიზისულ სიტუაციებს უკავშირდება. - როცა მსახიობი ბელა მირინაშვილი შეუძლოდ გახდა, თეატრს ჩამოშორდა, გადაწყვიტეს, რომ მის როლებზე სხვა მსახიობები შეეყვანათ, რადგანაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ვეღარ თამაშობდა. ერთ-ერთი სპეტქკლი რუსთაველის თეატრში რეჟისორ მედა კუჭუხიძეს ჰქონდა დადგმული, სადაც ქალატონი ბელაც თამაშობდა, რეჟისორს თეატრმა უთხრა, მსახიობი შეეცვალა, მან არავინ შეიყვანა, - მინდა, ბელამ იცოდეს, რომ რაღაც მის გარეშე შეწყვეტს არსებობას. ალბათ, ამით განსაკუთრებული რამ გააკეთა, ეს იყო ქალბატონი ბელასთვის თანაგანცდა, რომ მის გარეშე სპექტაკლი გაჩერდა... გენიალური კომპოზიტორი გია ყანჩელი კი ამბობდა, ყველაფერი გენიალური მარტოობაში შეიქმნა. ასე რომ, ახლა გენიალურის შექმნის დროც არის. ამ დისტანციურ საქმიანობას და თვითიზოლაციას რაღაც სასიკეთოც აქვს.

***

მსახიობი თათული ედიშერაშვილი გვიყვება, რომ ამ პერიოდში მათი ოჯახის ცხოვრებაც საგრძნობლად შეიცვალა: „ბავშვები გარეთ რომ ვერ გადიან, ლამის კედლებზე გავიდნენ, სახლში მყავს გამოკეტილი. სკოლაში ონლაინ სწავლების რეჟიმზე არიან გადასულები. ეს დიდად არ მახარებს, რადგანაც დიდი დოზით არიან კომპიუტერს მიჯაჭვულები. თან, მგონია, რომ წიგნთან, მეგობრებთან ურთიერთობის კულტურას ონლაინგაკვეთილები ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ რას ვიზამთ, - თავს ზემოთ ძალა არ არის და მადლობა ღმერთს, რომ ამის შესაძებლობა გვაქვს. იმედია, ის, რაც აქამდე სკოლაში ისწავლეს, არ დავიწყებიათ“ - გვეუბნება მსახიობი და დასძენს, რომ ექიმების რეკომენდაციებს სრულად ვერ ასრუებს იმის გამო, რომ საგანგებო სიტუაციის გამოცხადებემდე თეატრში რეპეტიციებზე სიარული უწევდა.

„სანამ საგანგებო სიტუაცია არ გამოცხადდა, დახურულ სივრცეში მიწევდა რეპეტიციები და მერე უკვე შევწყვიტეთ. ხანდახან ტელევიზიაშიც მიწევს მისვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა პროფესიამ ზოგჯერ წესები და აკრძალვები არ იცის. თუმცა სრული წესების დაცვით ვმოძრაობ, ხელთთამანი, პირბადე, დისტანციაზე ვარ ადამიანებთან. რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დავდივარ, გარეთ გასვლას კიდევ უფრო ამიტომ ვბედავ. სახლში როგორც კი შემოვდივარ, ვიცვლი ტანსაცმელს და ვანიავებ. კოცნასა და ხელის ჩამორთმევზე ზედმეტია ლაპარაკი, სახლში სტუმრებს არ ვიღებთ და არც მე დავდივარ არსად. მდლობა ღმერთს, რომ გარეშმო შეგნებული ადამიანები არიან და სურვილიც არ უჩნდებათ, ამ დროს სტუმრად იარონ“, - აღნიშნავს თათული.

- პედაგოგიური საქმიანობაც გიწევს ახალგაზრდებთან და ახლა ონლაინსწავლებაზე გადახვედით?

- რაც შეეხება ონლაინ გაკვეთლებს, არ ვატარებ, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს მსახიობის მეტყველებასთან, ოსტატობასთან და ეს ასე დისტანციურად არ შეიძლება, დისტანციურ რეჟიმში ფიზიკურად არ გამოვა. ვიმეორებ, ეს არის ცოცხალი პროცესი. სიმართლე რომ გითხრათ, სურვილიც არ გამჩენია, რომ ამ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით მეცადა. აზრი არ აქვს, შესაბამისი შედეგი არ იქნება. რეალურად კი აკადემიაში მთლიანი სემესტრი ჩამივარდა, ვიწყებდით მიუზიკლის გაკეთებას. რეჟისორმა ლევან გვაზავამ როლები, პიესა დაანაწილა. არაჩვეულებრივი მიუზიკლი „ურჩხული და მზეთუნახავი“ უნდა დაგვედგა. მოკლედ, სამწუხაროდ, 2 კვირაში დავიშალეთ. პროექტი არ გამოვიდა. ახლა მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ და მიუზიკლებსაც ეშველება და პროფესიულ მიღწევებსაც, თუმცა დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება, არსად მივდივარ, არც თეატრი, არც რეპეტიცია, გადაღება, - ცხოვრების აჩქარებუილ ტემპი დავარდა. დღეს რაღაც რომ მეკეთებინა, დავუარე მთელ სახლს - ფანჯრები დავწმინდე და ფარდები დავრეცხე.

"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში

"ორივე ფილტვზე მაქვს ანთება" - გოგოლა კალანდაძე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელოდება

როგორ ირთობენ თავს სახლში გამოკეტილი ცნობილები - "2 კვირაა არსად გავსულვარ... გვენატრება მეგობრები, მშობლები, ქუჩებში სეირნობა"