ავტორი:

როგორია მარნეულიდან გადმოყვანილი ჩვილის მდგომარეობა - "ბავშვის დედა დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის"

როგორია მარნეულიდან გადმოყვანილი ჩვილის მდგომარეობა - "ბავშვის დედა დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულიდან გადმოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

მისი თქმით, ჩვილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ელოდებიან პასუხებს.

"ახალშობილი ჩვენს კლინიკაში გუშინ, კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. ამ მხრივ პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან, დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. ახალშობილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს.

რაც შეეხება დედას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის“,-განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალშობილი დღეს შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალშობილი ფასდება, როგორც "საეჭვო შემთხვევა".

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე თბილისშია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"ჩვილსა და კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის, მარნეულელ ქალს შორის ნათესაური კავშირი არ დასტურდება"