ავტორი:

"კიდევ ერთის მდგომარეობა დამძიმდა" - ლევან რატიანი საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ პაციენტებზე

"კიდევ ერთის მდგომარეობა დამძიმდა" - ლევან რატიანი საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ პაციენტებზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ ეტაპზე სულ 2 პაციენტი არის კრიტიკულ მდგომარეობაში.

"ამ ეტაპზე კლინიკაში ინფიცრებული პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა, არის ისევ 12. რამდენიმე შემოვიდა საეჭვო, რომელიც გაგზავნილია ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური მასალა.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, იცით, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკურ მგომარეობაში გვყავდა 62 წლის ქალბატონი, ასევე 11 პაციენტი გვყავდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. სუნთქვის უკმარისობის გამო გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე.

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, 10 პაციენტი ინტენსიური მეთვალყუეობის ქვეშ არის", - განაცხადა რატიანმა.

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე თბილისშია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"ჩვილსა და კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის, მარნეულელ ქალს შორის ნათესაური კავშირი არ დასტურდება"