ავტორი:

"დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ" - ამირან გამყრელიძე

"დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ" - ამირან გამყრელიძე

"ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ დაახლოებით ერთი კვირა, 10 დღე, ჩვენ კიდევ ვიქნებით პრე-კრიტიკულ ფაზაში და ამის შემდეგ შეიძლება შევიდეთ კრიტიკულ ფაზაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად გახანგრძლივდეს ეს დრო.

"ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ დრო და შევამოკლოთ დღეეების რაოდენობა კრიტიკული ფაზისა, რომ მაქსიმალური ახალი შემთხვევების რაოდენობა, რაც შეიძლება ცოტა დღის განმავლობაში გვქონდეს, რადგან ძალიან დიდი დაწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სისტემაზე.

შემთხვევები გვაქვს, გვექნება, გაიზრდება, სასურველია იყოს ერთეული და ერთი ან ორი ათეუილი და არა რამდენიმე ათეული და ასეული. მთავარი მიზანი დღეს, ამას მარტო სახელმწიფო ვერ გააკეთებს, საზოგადოება თუ არ ამოუდგა გვერდით. მიხარია რომ ეს სოლიდარიზმი არსებობს.

საუკეთესო მეთოდი რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არის სოციალური დისტანცირება," - განაცხადა გამყრელიძემ.

20 მარტოხელა დედას სურსათი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ მწუხარება სიხარულით შეიცვლება - პატრიარქი

"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ