ავტორი:

ჯაბა სამუშია - ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში

ჯაბა სამუშია - ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში

ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, - ამის შესახებ "ისტორიანის" რედაქტორი ჯაბა სამუშია ჟურნალის ბოლო ნომრის რედაქტორის სვეტში წერს.

ჟურნალი „ისტორიანის“ ბოლო ნომერი გაყიდვაში მარტის ბოლოს გამოვა.

"დღევანდელი ქართული სახელმწიფო დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა. დაავადებულთა რიცხვი უკვე 450 ათასს გადასცდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა – 20 ათასს. საქართველოს მთავრობის, ჯანმრთელობის სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი მოქმედებით, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალური მობილიზებით დახვდა ამ პრობლემას.

დროული იყო ქართველ მედიკოსთა რეკომენდაციები, ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები დაახლოებით 7-14 დღით უსწრებდა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპულ ქვეყნებში მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებებს. ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. წინამდებარე ნომერში კი შევეცადეთ, რამდენიმე სტატიაში გვეჩვენებინა, როგორ ებრძოდა კაცობრიობა ეპიდემიებს, რა მასშტაბის მსხვერპლი მოჰყვა მთელ მსოფლიოში გავრცელებულ გადამდებ დაავადებებს.

“როგორც ევროპაში, ისე საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მოდებულია სენი, რომელმაც თავისი სწრაფი გავრცელებით ყველას თავზარი დასცა. ეს ცნობილი სენი-ინფლუენცია მონათლულია “ისპანკის” სახელით. ტფილისის საექიმო-სასანიტარო განყოფილებამ მოიწვია ტფილისის ექიმთა თათბირი ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველ ზომების მისაღებად. ექიმთა თათბირის დასკვნით საქმე არა გვაქვს ახალ სენთან, არამედ გავრცელებული ავადმყოფობა არის ცნობილი ინფლუენცია, მხოლოდ მიუღია ეპიდემიური ხასიათი”, - წერდნენ ქართულ პრესაში 1918 წელს.

ამ წლის იანვარში გამოჩენილმა გრიპის ვირუსმა “სასწაულებრივად მოკლე დროში გადაუარა მსოფლიოს და I მსოფლიო ომისგან ისედაც შეთხელებული და დაკნინებული მოსახლეობა კიდევ უფრო გაამეჩხრა. რამდენი ადამიანი შეიწირა ახალმა გრიპმა, ამის დაზუსტებით დადგენა შეუძლებელი გახდა, თუმცა ნამდვილად უფრო მეტი, ვიდრე ომმა”.

ძველად საქართველოში მეომარი ბრძოლაში შედიოდა შეძახილით - „ღმერთი ჩვენთან არს“. უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს ამ ახალი ფორმის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს ჯაბა სამუშია „ისტორიანის“ ბოლო ნომრის რედაქტორის სვეტში.

"ჩემს თანამშრომლებს ავადმყოფები სახეში ახველებენ და მათ არ ეშინიათ! აცადეთ ამ ადამიანებს" - პაატა იმნაძე

მარნეულიდან გადმოყვანილი ორსული ქალი 62 წლის მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავია - ეკატერინე ტიკარაძე

პაატა იმნაძე ზუგდიდში პირბადეების დარიგებაზე - ახლა ქულების დაწერის დრო არ არის - ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!