ავტორი:

"მიცვალებულთა შაბათი მოდის და გთხოვთ, საკურთხს აქ ნუ მოიტანთ, მეზობლებს დაურიგეთ" - მამა შალვა მრევლს მიმართავს

"მიცვალებულთა შაბათი მოდის და გთხოვთ, საკურთხს აქ ნუ მოიტანთ, მეზობლებს დაურიგეთ" - მამა შალვა მრევლს მიმართავს

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ქადაგების დროს, წინამძღვარმა მამა შალვა (კეკელია) მრევლს მიმართა და მოუწოდა, რომ 28 მარტს, მიცვალებულთა ხსენების დღეს ტაძარში საკურთხი არ მიიტანონ და გაჭირვებულებს დაურიგონ:

"მინდა მივმართო ჩვენს მრევლს. ახლა მიცვალებულთა შაბათი მოდის და ძალიან გთხოვთ, შაბათს საკურთხს ნუ მოიტანთ, საჭმლის მოტანა არ გინდათ, იმიტომ რომ, ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და შეგიძლიათ ეს საკვები თქვენს მეზობლებს დაურიგოთ. არიან მარტოხელა მოხუცები, ან მრავალშვილიანი ოჯახები და მათ ჩაუტანეთ ეს საკვები. თუ თქვენი მიცვალებულებისთვის სიკეთის გაკეთება გინდათ, ეს გააკეთეთ, ეკლესიაში საჭმლის მოტანა არ არის აუცილებელი.

ვისაც თანხის შემოწირვა გინდათ, მათ ვთხოვ: ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველებს უცხოეთში ძალიან უჭირთ, ბევრი ქართველი დარჩა იქ უმუშევარი და არანაირი საშუალება არ აქვთ მათ, ბევრი ადამიანი გვწერს უცხოეთიდან რომ ძალიან უჭირთ, დარჩნენ ყველაფრის გარეშე და გთხოვთ თუ თანხის შეწირვა გინდათ, გაუგზავნეთ უცხოეთში მყოფ ქართველებს.

მაგალითად, ბარსელონაში შეიქმნა კრიზის ჯგუფი, რომელიც საელჩოსთან ერთად ეხმარება ქართველებს და თქვენი მიცვალებულების სულის საოხად, შეგიძლიათ ეს თანხა ამ ადამიანებს ჩაურიცხოთ.

ჩვენ მოძღვრები და ეკლესია მოვახერხებთ რომ თავი გავიტანოთ, რადგან დღეს ბევრ სხვა ადამიანს უჭირს, უმძიმეს მდგომარობაში არიან და შევეცადოთ ხელი გავუმართოთ.

დღეს არის ხელის გაწოდების, დახმარების დრო. ბევრი ადამიანი საქართელოშიც დარჩა საკვების და სამსახურის გარეშე, ამიტომ სახლს კი ნუ გამოვავსებთ საკვებით, ვეცადოთ სხვას გავუნაწილოთ. შენ რომ მაძღარი იყო და შენი მეზობელი შიმშილით მოკვდეს, ეს რამე სარგებლობას მოგიტანს სულისას?" - აღნიშნა მამა შალვამ ქადაგების დროს.

20 მარტოხელა დედას სურსათი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ მწუხარება სიხარულით შეიცვლება - პატრიარქი

"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ