ავტორი:

5 თინეიჯერული აუდიოწიგნი, რომელიც, თვითიზოლაციის პერიოდში, დროსა და სივრცეში გამოგზაურებთ

5 თინეიჯერული აუდიოწიგნი, რომელიც, თვითიზოლაციის პერიოდში, დროსა და სივრცეში გამოგზაურებთ

საუკუნეების განმავლობაში, როდესაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მხოლოდ ერთეულების პრივილეგია გახლდათ, ადამიანების მთელი ყურადღება ერთი ნივთისადმი იყო მიპყრობილი, რომლის საშუალებითაც, ქვეყნიდან კი არა, საკუთარი ოთახიდან გასვლის გარეშე შეეძლოთ ემოგზაურათ დროსა და სივრცეში, ტუნდრასა თუ ტაიგაში, უდაბნოებსა თუ ევროპის ქალაქებში, მიწისქვეშეთსა თუ ზეციურ ქვეყნებში. ალბათ, ამ მარტივ გამოცანას ბევრი გამოიცნობს და მიხვდება, რომ წიგნზეა საუბარი.

ამბობენ, რომ მკითხველსა და მწერალს შორის უხილავი ძაფები იბმება ხოლმე. თითქოს, შენ და ავტორი მარტო რჩებით და ერთადერთი ხარ, ვისაც ის ამბავს უყვება. თუკი ისურვეთ, რომ ეს რეალობა იყოს და არა წარმოსახვა, მართლაც ვინმე გიყვებოდეთ ისტორიებს, თქვენ კი ოთახებში მოკალათებული მშვიდად უსმენდეთ, აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ს უნდა ესტუმროთ, სადაც სხვადასხვა ჟანრის, უცხოეული და ქართველი ავტორების 200-მდე წიგნია პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებული.

ამჯერად, 5 თინეიჯერული აუდიოწიგნი შეგირჩიეთ, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად გამოგზაურებთ დროსა და სივრცეში.

1. ბრიტანი კავალარო - „შარლოტის კვალი“

ჯეიმი უოტსონს შერინგფორდში, კონექტიკუტში მდებარე მოსამზადებელ სკოლაში, გაუცხოებული მამისგან სულ ერთი საათის სავალზე, სარაგბო სტიპენდია ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა, მაგრამ მხოლოდ ეს ნამდვილად არ იყო ერთადერთი სირთულე: შერინგფორდში სწავლობს შარლოტ ჰოლმსიც, ცნობილი დეტექტივის შვილთაშვილის შვილიშვილიც, რომელსაც მისი სახელგანთქმული წინაპრისგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ გენიალობა, არამედ აუტანელი ხასიათიც ერგო. იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც კი ჯეიმის შარლოტზე სმენია, უმჯობესია, მისით აღფრთოვანება შორიდან გამოხატოს.

ერთმანეთთან შეხვედრისას მათ შორის მუხტი ჩნდება. ბედისწერის მოთხოვნით, მათი მეტოქეობა ბევრად საგრძნობი უნდა ყოფილიყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი წყვილს შორის, მაგრამ როდესაც შერინგფორდელი მოსწავლე საეჭვო გარემოებებში კვდება, შერლოკ ჰოლმსის ისტორიების საუკეთესო ტრადიციების დაცვით, ჯეიმის აღარ შეუძლია განზე დგომა. ჯეიმისა და შარლოტს მკვლელობა ბრალდებათ, რომლის გაბათილებაც მხოლოდ შარლოტს შეუძლია. საფრთხე თანდათან იზრდება, უსაფრთხო გარემო აღარსადაა და სანდოდ მხოლოდ ერთმანეთიღა რჩებათ.

2. ერნესტ კლაინი - „პირველი მოთამაშე, მოემზადე!“

2044 წელი – სამყარო ღრმა კრიზისს მოუცავს! როგორც კაცობრიობის დიდი ნაწილი, უეიდ უოთსიც პირქუში გარემოსგან თავდასაღწევად მთელ დროს ოაზისში ატარებს – უზარმაზარ ვირტუალურ უტოპიაში, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, იცხოვრო, ითამაშო და იპოვო გულისსწორი. და როგორც ყველა, უეიდიც ვირტუალურ სამყაროშიდამალული პრიზზე ოცნებობს.

ოაზისის შემქმნელმა, მილიარდელმა, ჯეიმზ ჰელიდეიმ, ათასი თავსატეხი დააპროგრამა მაძებართათვის, სამაგიეროდ, ვინც ყველა დაბრკოლებას გადალახავს, უზარმაზარი თანხის მფლობელი გახდება, უკვე, რეალურ სამყაროში. უეიდი პირველ წინაღობას გადალახავს, მაგრამ უეცრად აღმოჩნდება, რომ მთელი სამყარო უეიდს აკვირდება. ათასობით კონკურსანტი ერთვება ნადირობაში, მათ შორის, მოთამაშეები, რომლებიც მკვლელობასაც კი ჩაიდენენ, ოღონდ კი კონკურენტები გზიდანჩამოიცილონ. უეიდიახლა უკვე არა მხოლოდ პრიზის მოსაპოვებლად, არამედ საკუთარი და მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენადაც იბრძვის...

3. გეილ ფორმანი - „თუ დავრჩები“

ზოგჯერ თავად აკეთებ არჩევანს ცხოვრებაში, ზოგჯერ კი არჩევანი ჩერდება შენზე! მია ფიქრობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო მუსიკასთან თუ მის გამო მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა. მერე, თებერვლის ერთ დილას, მია ოჯახთან ერთად მანქანით გაემგზავრა, ავარიაში მოჰყვა და ყველაფერი შეიცვალა.ერთის გარდა ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი.

რა მოხდება, თუ მია იცოცხლებს, თუ ეყვარება, თუ დარჩება? ეს შესანიშნავი, ტკივილით აღსავსე, რომანტიკული და ბოლოს მაინც იმედიანი რომანი სიყვარულზე, დანაკარგსა და იმ სიმამაცეზეა, რომელმაც მიას სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა და თანაც მაშინ, როცა ყველაფერი მხოლოდ მის ხელში იყო.

4. მიშელ ფალკოფი - „Playlist-ის საიდუმლო“

აი, რა იცის სემმა: იყვნენ წვეულებაზე, იჩხუბეს, მეორე დილით კი საუკეთესო მეგობარი გარდაცვლილი ნახა. მას მეგობრისგან დარჩა მეხსიერების ბარათზე საგანგებოდ მისთვის ჩაწერილი სიმღერები და წერილი: „მოუსმინე და ყველაფერს მიხვდები“. მოკლედ – დიდი საიდუმლო, რაც სემმა უნდა ამოხსნას. იმისთვის, რომ გაიგოს, რა მოხდა, სემი მხოლოდ მოგონებებსა და ჰეიდენის დატოვებულPlaylist-ს ენდობა. ამასობაში, გამოჩნდება ვიღაც, ვინც ღამღამობით, ჰეიდენის სახელით, უცნაურ შეტყობინებებს უგზავნის.

გადაწყვეტილება მიღებულია: უნდა გაარკვიოს, ვინ არის დამნაშავე ჰეიდენის სიკვდილში. ეჭვმიტანილი ბევრია, დაწყებული ჰეიდენის მშობლებიდან, ძმიდან თუ „შარიანი სამეულიდან“, დამთავრებული ახალგაცნობილი უცნაური გოგონათი და, რაც მთავარია, თავად სემით! რაც მეტს იგებს, მით უფრო ბუნდოვანდება სურათი. უკან დახევა კი შეუძლებელია – უნდა შეაკოწიწოს და აღადგინოს ის ამბავი, მის მეგობარს რომ გადახდა თავს. იქნებ ამ გზით საკუთარი ცხოვრებაც შეცვალოს.

სხვათაშორის, ამჟამად, ამ წიგნს უფასოდ შეგიძლიათ მოუსმინოთ gudabooks.ge-ზე.

5. მარკუს ზუზაკი - „წიგნის ქურდი“

ეს წიგნი ზუზაკის რომანებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. 1939 წელი, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს თვითონ იწყებს წერას.

რომანში ბევრი რამ ავტობიოგრაფიულია. მთავარი გმირის, ლიზელის დედობილ-მამობილის მსგავსად, ავტორის დედა გერმანელია, მამა მღებავად მუშაობდა. მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ – იმ ქალაქში მარკუსის დედა ცხოვრობდა.

აპლიკაცია „გუდა“  - პროფესიონალურად გახმოვანებული ყველა ჟანრის ლიტერატურის მოსმენის შესაძლებლობა

რა უნდა გააკეთოთ, თუ კარგად წერთ?

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა"