ავტორი:

"არაა დღეს არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც" - პაატა იმნაძე ბოლო დღეების აქტუალურ კითხვებზე

"არაა დღეს არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც" - პაატა იმნაძე ბოლო დღეების აქტუალურ კითხვებზე

კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მაქისმალური სიფრთხილისკენ. არაა დღეს არც სამეგობროს, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეკლესიებში დამატებითი პრევენციული ზომების საჭიროებას ეხებოდა.

„კიდევ და კიდევ, ჩვენ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველგან და ყველას, მათ შორის ეხება რა თქმა უნდა ეკლესიასაც, ეს ეხება სამეგობრო წრეებსაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც.

რაც გვაქვს დღეს ყველა შემთხვევა, რომ ვირუსი ქვეყანაში შემოვიდა და მერე გავრცელდა, ეს ძირითადად იყო ოჯახური კლასტერები. ანუ ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები და მე მესმის ეს. იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ მაქისმალური სიფრთხილისკენ. არაა დღეს არც სამეგობროს შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც“, - აცხადებს იმნაძე.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სიტუაცია ისე გართულდეს, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადება გახდეს საჭირო, იმნაძე პასუხობს, რომ ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია არ არის. მან პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ამ დრომდე გაცემული ყველა რეკომენდაციის სწრაფად შესრულებისთვის.

„ძალიან სწრაფად ხდებოდა ჩვენი ყველა რეკომენდაციიის იმპლემენტაცია, რომელიც დღემდე გაიცა. ამიტომ პირადად მინდა, ბატონ გიორგი გახარიას დიდი მადლობა გადავუხადო. ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის. როგორც კი ამის პირველსაჭიროებას დავინახავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს მომენტალურად განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა,“ - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 5 პაციენტია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

იმნაძემ ასევე მარნეულსა და ბოლნისში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ რეგიონში უკვე 100-მდე ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება. მისივე განმარტებით, საქართველოს მასშტაბით, ვისაც კი რესპირატორული სინდრომები განუვითარდება, ყველას ტესტირება ხდება.

„ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთელი საქართველოს მასშტაბით ამჟამად არის 5 პაციენტი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს და რომელთა მდგომარეობა არის მძიმე.

100-მდე ადამიანი არის უკვე გამოკვლეული იმ მეთოდით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ეს არის მოლეკულური ტესტირებს მეთოდი, რომელსაც ყველა სხვასაც ვუტარებთ და ჯერჯერობით, როგორც ვიცით, ეს არ არის მხოლოდ ახლო კონტაქტები, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის წევრები და მხოლოდ იმ სუფრაზე მყოფთა (წლისთავი, რომელზე მყოფ 62 წლის ქალს მარნეულში კორონავირუსი დაუდგინდა) წრის შესწავლა. ეს არის აგრეთვე ყველა იმ პირის შესწავლა, ვინც იქ იმყოფება და ეს არ არის მარტო მარნეულში, ეს არის მთელს საქართველოში. სადაც პნევმონია მძიმდება და განვითარდება მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ის მოდის ლაბორატორიაში, ან ჩვენთან ლუგარში, ან ბათუმში, ან ქუთაისში და ეს ყველაფერი იტესტება. ასე რომ, ჩვენ მარტო კონტაქტებს არ ვიკვლევთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

20 მარტოხელა დედას სურსათი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ მწუხარება სიხარულით შეიცვლება - პატრიარქი

"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ