ავტორი:

"გვყავს 4 მძიმე პაციენტი, ერთი ასაკოვანი ქალბატონი განსაკუთრებით მძიმედაა" - მარინა ეზუგბაია

"გვყავს 4 მძიმე პაციენტი, ერთი ასაკოვანი ქალბატონი განსაკუთრებით მძიმედაა" - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 4 - ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, განსაკუთრებით მძიმედაა ასაკოვანი ქალბატონი, რომლის მდგომარეობის სტაბილიზირებაც ვერ ხერხდება და მუდმივი პროგრესირება აღენიშნება.

"ჩვენ ამ ეტაპზე 4 მძიმე პაციენტი გვყავს და ერთი ასაკოვანი ქალბატონი განსაკუთრებით მძიმედაა. ჯერჯერობით მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ მივიღეთ და გარკვეულწილად მუდმივად პროგრესირება გვაქვს.

დანარჩენი 3 პაციენტის მდგომაროება დღეს დღის განმავლობაში არ გაუარესებულა, მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაავადებამ პროგრესირება განიცადოს. ვიმედოვნებ, რომ ეს ასე არ მოხდება", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-ია. კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257 პირი. კორონავირუსით ინფიცირებული 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა

ქუთაისში დაკარგული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - COVID-19 საქართველოში