ავტორი:

მამაკაცი, რომელმაც 3 თვის ჩვილი მოკლა და მეუღლე დაჭრა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელმაც 3 თვის ჩვილი მოკლა და მეუღლე დაჭრა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელმაც გურჯაანის რაიონში 3 თვის ჩვილი მოკლა და მეუღლე დაჭრა, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ნ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ციხეების 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა, დაჯარიმდა 96 მოქალაქე - ბრიფინგი შსს-ში

ფოთის შესასვლელ-გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები განთავსდა