ავტორი:

"საჩხერიდან სტუმრად იყვნენ... ცოლ-შვილის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა" - რას ჰყვებიან საზარელ მკვლელობაზე გურჯაანში

"საჩხერიდან სტუმრად იყვნენ... ცოლ-შვილის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა" - რას ჰყვებიან საზარელ მკვლელობაზე გურჯაანში

ოჯახი, სადაც ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა, გურჯაანში სტუმრად იმყოფებოდა. როგორც AMBEBI.GE-ს სოფელ ვეჯინის მაცხოვრებლები უყვებიან, მეუღლის მიერ დაჭრილი გოგონას და მათ სოფელშია გათხოვილი და სწორედ იქ მოხდა მკვლელობა.

მომხდარის მიზეზზე ისინი ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა,

"დილით ჩამოვიდნენ საჩხერიდან. სტუმრად იყვნენ გოგოს დასთან, რომელიც სახლში არ დახვდა. არ ვიცით ზუსტად რა მოხდა. ერთი ის ვიცით, რომ ცოლ-შვილის დაჭრის შემდეგ დაზიანებები მიიყენა. ვერ ვხვდებით რა უნდა ყოფილიყო მიზეზი, რომ ასე გაიმეტა საკუთარი შვილი და ცოლი, სამი თვის ბავშვს ყელი როგორ გამოჭრა?! ის ადგილზე გარდაიცვალა. მთელი სოფელი გაოგნებულია მომხდარით..." - ამბობენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, მამაკაცი, რომელმაც 3 თვის ჩვილი მოკლა და მეუღლე დაჭრა, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მანქანით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება

ციხეების 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა, დაჯარიმდა 96 მოქალაქე - ბრიფინგი შსს-ში