ავტორი:

"ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე, შეიძლება ეს უმართავ პროცესებში გადავიდეს" - ამირან გამყრელიძე

"ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე, შეიძლება ეს უმართავ პროცესებში გადავიდეს" - ამირან გამყრელიძე

"ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე და შეიძლება ეს უმართავ პროცესებში გადავიდეს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით საშიში პერიოდი მომავალი ერთი თვის განმავლობაში იქნება, ამიტომ, გამყრელიძე მოუწოდებს ყველას, დაიცვან სახელმწიფოს და ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები.

"ეს ოთხი კვირა, მომავალი ერთი თვე ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. იცით, რაზეც ვსაუბრობ. მიუხედავად ყველაფრისა, მე ახლა ამის თქმა მოსახლეობისთვის მიჭირს, მაგრამ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს.

კიდევ ვამბობ, მომავალი ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების. მე ვუყურებ, რომ მოეშვა ცოტა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში. ისევ არის ქუჩებში სიარული - იქნება ეს მანქანით, თუ ფეხით. ისევ არის თავშეყრა...

ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე, შეიძლება ეს უმართავ პროცესებში გადავიდეს, როგორც ეს მოხდა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. ამიტომ ვთხოვ ყველას, დავიცვათ ის რეჟიმი, რასაც სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო გვეუბნება. უნდა გავიჭირვოთ, მინიმუმ, ორი თვე მაინც, უნდა ვიყოთ სახლებში" - აღნიშნა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 პირი. 90 ადამიანიდან 16 გამოჯანმრთელებულია.

საქართველოში კორონავირუსისგან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანია გამოჯანმრთელებული