ავტორი:

პრემიერ გახარიას საზოგადოებისთვის უცნობი და და მშობლები, რომლებსაც "ზვიადისტებად" მოიხსენიებდნენ (ფოტო)

პრემიერ გახარიას საზოგადოებისთვის უცნობი და და მშობლები, რომლებსაც "ზვიადისტებად" მოიხსენიებდნენ (ფოტო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გიორგი გახარია გახლავთ. მის ცხოვრებაში იყო ყველაზე წარმატებული პერიოდი, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მისი პოპულარობა ძალიან გაიზარდა, თუმცა 20 ივნისის ცნობილი მოვლნების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აქციების ფონზე მოსახლეობა მაშინდელი შს მინისტრის გადადგომას ითხოვდა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია დააწინაურა და მან ყველაზე არაპოპულარული პრემიერი მამუკა ბახტაძე შეცვალა.

ახლა პრემიერ გახარიას ცხოვრებაში მეორედ, კარიერულად საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგას. როგორ გადაიტანს ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიას - დანაკარგებიც და წარმატებაც პირდაპირ პრემიერ-მინისტრის კარიერის შემდგომ განვითარებაზე აისახება.

ასკეტი, ჩაკეტილი, მკაცრი, კარგი კრიზის-მენეჯერი - ასე მოიხსენიებდნენ მას გუნდში. გიორგი გახარია პირადი ცხოვრების აფიშირებით არასოდეს გამოირჩევა, როგორც "ოცნების" სხვა მინისტრები. გახარიას არაპოლიტიკური ცხოვრება მედიისთვის ბოლომდე გაურკვეველია. არსებობს ერთადერთი არაფორმარული ფოტო, სადაც საკუთარ სახლში ძაღლთან ერთად არის გადაღებული.

ამჯერად AMBEBI.GE გიორგი გახარიას დას და დედას გაგაცნობთ, მათ შესახებ მედიაში არასოდეს არაფერი დაწერილა. თამუნა გახარიას ერთადერთი დაა. ჩვენი ინფორმაციით, ის მედიცინის მუშაკია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. თამუნა დაოჯახებული გახლდათ თბილისელ ანდრეი ტოლსტოიზე, რომელიც სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

წყვილს ერთი ვაჟი ალექსანდრე ტოლსტოი დარჩათ, რომელიც დედასთან ერთად იზრდება. თამუნა შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მასზე განსაკუთრებულად ზრუნავს ძმა. გახარიას დედა - მზია ლეჟავა წლების მანძილზე საქართველოს ეროვნულ არქივში მუშაობდა.

პრემიერის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს განსაკუთრებული მხარდამჭერები იყვნენ ზვიად გამსახურდიასი და მიტინგებზეც ხშირად დადიოდნენ. გახარიას ოჯახს კი „ზვიადისტებადაც“ მოიხსენიებდნენ.

"ციფრები საგანგაშოა, ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელია, რათა ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს" - ჯანმოს კომისიის ქართველი წევრი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი - ასამოქმედებელია მოწოდება - დარჩით სახლში!" - კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შეზღუდვები, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს, სავარაუდოდ დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს" - ბიძინა კულუმბეგოვი