ავტორი:

კარანტინი მდიდრულ სასტუმროში ჰარემთან ერთად - როგორი იზოლაცია მოიწყო ტაილანდის მეფემ

კარანტინი მდიდრულ სასტუმროში ჰარემთან ერთად - როგორი იზოლაცია მოიწყო ტაილანდის მეფემ

ტაილანდის მეფე, მაჰა ვაჩირალონგკორნი, კორონავირუსის გამო, მდიდრულ სასტუმროში იზოლაციაშია. მისი იზოლირება არავის გააკვირვებდა, რომ არა ერთი გარემოება - იზოლაციაში ის გერმანიაში, საკურორტო ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენის სასტუმროში 20 ქალთან ერთადაა. ამის შესახებ Independent წერს.

მაჰა ვაჩირალონგკორნიმ, იგივე რამა X-მ სასტუმრო Grand Hotel Sonnenbichl მთლიანად დაჯავშნა და როგორც "ინდეფენდენთი“ წერს, 20 ქალიანი ჰარემის გარდა იქ 67 წლის მეფის ათობით მსახურიც იმყოფება.

უცნობია, ახლავს თუ არა მეფეს თან თავისი ოთხი ცოლი.

საკურორტო ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში, კორონავირუსის გამო, დაკეტილია სასტუმროები და თავშეყრის ადილები, თუმცა დარჩენილია მხოლოდ Grand Hotel Sonnenbichl, რადგანაც, როგორ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, იქ "განსაკუთრებული სტუმრები ცხოვრობენ“.

მეფის ამგვარი იზოლაციის ამბავმა ტაილანდელი ხალხი ძალიან გააბრაზა. ისინი მეფეს აკრიტიკებენ და სოციალურ ქსელებში მისი მისამართით უამრავ უარყოფით სტატუსსა და კომენტარს წერენ.

"რაში გვჭირდება მეფე?“ - ამ ჰეშთეგის გარშემო Twitter-ზე 24 საათში 1.2 მილიონი ტაილანდელი გაერთიანდა. ისინი მეფეს სასტიკად აკრიტიკებენ.

ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 388-ს აღწევს, გარდაცვლილია 7 ადამიანი, ხოლო 97 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯანმო-ს ხელმძღვანელი, რომლის 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა - უცნობი ფაქტები ტედროს ადჰანომ გებრეისუსის შესახებ

კორონავირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, სადაც ბოლო დღეებია ახალი ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს

ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის