ავტორი:

6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია, ქვეყნის მასშტაბით 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა - მარინა ეზუგბაია

6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია, ქვეყნის მასშტაბით 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ 6 ადამიანს კონტაქტი ბოლო 2 ინფიცირებულთან ჰქონდა.

„დღეს დილით მონაცემებით გაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ გუშინ 1 შემოგვემატა, წყაროა ინგლისი. დანარჩენი, დღეს დამატებული 6 პაციენტების წყარო ცნობილია. ის ბოლო ორი შემთხვევა, რომელიც ჩვენ ვიცით, აი, იმ ბოლო 2 შემთხვევის კონტაქტია ესენი. მათგან მოთავსებულია 4 გორის ჰოსპიტალში და 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან, საერთო ჯამში 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მისივე თქმით, აქედან 4 მძიმე პაციენტი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

„6 პაციენტის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და მათ შორის, კრიტიკულიც შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენთან კი 4 მძიმე ავადმყოფი გვრჩება. 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ გუშინ აღვნიშნეთ, რომ დასტაბილურდა. დღეს ჯერ კიდევ თავს ვიკავებთ, ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია იმიტომ, რომ დღეს იქნება მეორე დღე მათი მდგომარეობის შეფასებისთვის როგორც სუბიექტური, ობიექტური, ისე ლაბორატორიიული მონაცემებით და თუ დღევანდელ დღესაც მათი მდგომარეობა ასე სტაბილური იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ, უნდა ველოდოთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამოჯანმრთელების პროგნოზირება შესაძლებელი იქნება,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. აქედან 18 პირი გამოჯანმრთელდა.

მეტროს და ავტობუსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან გაჩერდება

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ლერი ხაბელოვი, ლევან კორღალაძე

ზიარების წესი კანონიკური საკითხია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე