ავტორი:

„ნიკორამ“  StopCOV ფონდის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა

„ნიკორამ“  StopCOV ფონდის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა

„ნიკორა“ StopCOV ფონდის მხარდასაჭერად თანხას რიცხავს და განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ კომპანიის განცხადებას უცვლელად:

“კომპანია “ნიკორა”ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდანაცნობიერებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე აკისრია. გამომდინარე აქედან, მაქსიმალურ ზომებს ვიღებთ, რათა ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია/მოვალეობა, ვუზრუნველვყოთ წარმოებისა და სავაჭრო ქსელის გამართული მუშაობა, მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი, რათა ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას პროდუქციის მომარაგების მხრივ დისკომფორტი.

ჩვენ ვინარჩუნებთ და არ ვზრდით ფასებს საკუთარი წარმოების პროდუქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმოების დიდი ნაწილი იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული და პროდუქტის ფასი პირდაპირ პროპორციულია ლარის კურსის ცვლილებასთან, ჩვენს მიერ წარმოებულ, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე, ფასი უცვლელი რჩება.

ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, შევუერთდითსოციალურ კამპანიას და შეძლებისდაგვარად პროდუქციით დახმარება გავუწიეთ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს თანადგომას.

„ნიკორა“ მიესალმება StopCOVფონდის შექმნას და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 000ლარს რიცხავს.

ასევე მივესალმებით ყველა კომპანიის გაღებულ კონტრიბუციას, რომელიც მიმართულია COVID19 -ის წინააღმდეგ.

ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ, ერთად ყველაფერი გამოგვივა“ - ნათქვამია „ნიკორას“ განცხადებაში.

31 მარტიდან Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში იქნება შესაძლებელი

კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა

რომელი ნიღაბი გვიცავს ყველაზე ეფექტურად COVID-19-სგან?