ავტორი:

ლოს ანჯელესის პორტში 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა - ნახეთ ფოტოები, სად უმკურნალებენ პაციენტებს

ლოს ანჯელესის პორტში 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა - ნახეთ ფოტოები, სად უმკურნალებენ პაციენტებს

ლოს ანჯელესის პორტში 27 მარტს 1000 საწოლიანი გემი -ჰოსპიტალი შევიდა, რომელიც მალე პირველ პაციენტებს მიიღებს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ეს გემი საშუალებას მისცემს ადგილობრივ კლინიკებს კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ადგილები გაათავისუფლონ და ყველა რესურსი COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისკენ მიმართონ.

როგორც Business Insider წერს, მცურავ ჰოსპიტალს ჰყავს 800 ადამიანისგან შემდგარი სამედიცინო პერსონალი. აღსანიშნავია, რომ მისი იდენტური გემი ნიუ იორკის სანაპიროზეც გაჩერდა და პაციენტების მისაღებად ემზადება.

ოფიციალური პირების განცხადებით, კალიფორნიის შტატის 416 საავადმყოფოში 75 000 საწოლია, თუმცა, კიდევ არის დამატებით 30 000 საწოლის საჭიროება - წერს "ლოს ანჯელეს თაიმსი". შტატი გამოიყენებს მობილურ საავადმყოფოებს, სადაც ჯამში 3000 საწოლია. ამ ეტაპზე კი, ახალი საავადმყოფოების განსათავსებლად შესაბამის სასტუმროებსაც ეძებენ.

რაც შეეხება სამხედრო გემ-ჰოსპიტალს, ის 1980 წელს აიგო და განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა გათვლილი. განსაკუთრებულ შემთხვევად კი სპეციალისტები აქამდე ომებს მოიაზრებდნენ.

დავათვალიეროთ გემის ფოტოები, სადაც სხვადასხვა დაავადებების მქონე და არა COVID-19-ით ინფიცირებულებს მიიღებენ:

გემ-ჰოსპიტალს აქვს საკარანტინე ოთახებიც

აშშ-ში მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში COVID-19-ით 142 746 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 2 489 გარდაიცვალა, ხოლო 4 562 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებისა და დაღუპულთა უახლესი ცნობები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან?

ექიმს, რომელსაც გასულ კვირას ვლადიმერ პუტინი ესტუმრა, კორონავირუსი დაუდგინდა

"არსენალის" მწვრთნელის რჩევები, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა