ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ერთი ექთანია - ის ბათუმის საავადმყოფოში მუშაობს

კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ერთი ექთანია - ის ბათუმის საავადმყოფოში მუშაობს

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ 103 პაციენტს შორის, ერთ-ერთი მედიკოსია და ის ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დაუდასტურა. როგორც ცერცვაძე აცხადებს, მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მძიმე არ არის.

არსებული ინფორმაციით, მედიკოსს ინფიცირებული შვიდი პაციენტიდან ერთ-ერთთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციური საავადმყოფოს ექთანმა ტემპერატურის მატებით კლინიკას მიმართა, რის შემდეგაც მას ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, მასთან კონტაქტში მყოფი პირები დადგენილნი არიან, მედიკოსის ოჯახის წევრები კი, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ცნობისთვის, აჭარაში ახალი კორნავირუსით სულ 8 პირია ინფიცირებული. რეგიონში 12 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული. 300-მდე მოქალაქემ საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 103-ს შეადგენს. მათგან 20 უკვე გამოჯანმრთელდა.

რა იკრძალება დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის ფარგლებში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 103-მდე გაიზარდა

მეტროს და ავტობუსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან გაჩერდება