ავტორი:

"სუფრაზეც ტრიალებდა... ხელი ჩამოვართვი და ცოტა შეშინებული ვარ" - რას ჰყვებიან კარდენახში ბიჭზე, რომელსაც კორონავისური დაუდასტურდა

"სუფრაზეც ტრიალებდა... ხელი ჩამოვართვი და ცოტა შეშინებული ვარ" - რას ჰყვებიან კარდენახში ბიჭზე, რომელსაც კორონავისური დაუდასტურდა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბაბუის დაკრძალვაზე ტაქსით ჩავიდა. სოფელ კარდენახის მცხოვრებნი AMBEBI.GE-ს უყვებიან, რომ იგი სუფრაზეც ტრიალებდა და შესაბამისად, ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

"ჩვენც ახლა გავიგეთ, რომ კორონა დაუდასტურდა. მეც მქონდა მასთან კონტაქტი, ხელი ჩამოვართვი, შემდეგ წავედი სახლში და დავიბანე ხელები. სუფრაზეც იჯდა, თან ტრიალებდა. ხან ღვინო მოჰქონდა. იმის შემდეგ ორი კვირა გავიდა, 18-ში იყო ეგ ამბავი... ცოტა შეშინებული ვარ", - ამბობს კარდენახელი მამაკაცი.

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში თბილისიდან ჩასულ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა, დღეს გავრცელდა. კახეთის რეგიონში აღნიშნული პირის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

"გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც სამწუხაროდ, დაუდასტურდა კორონავირუსი.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ამ საკითხთან დაკავშირებით" - ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიიის განცხადებაში.

ინფიცირებული ახალგაზრდა ამჟამად ქვეყანაში ინფიცირებულ 110 პაციენტს შორისაა. როგორც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, 19 წლის ახალგაზრდა სოფელ კარდენახში დაკრძალვაზე 19 მარტს თბილისიდან ჩავიდა.

მერის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდას კონტაქტი ჰქონდა 30 ადამიანთან და ახლა სოფელში ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსისგან 26 ადამიანია გამოჯანმრთელებული

კორონავირუსი ამერიკაში მყოფ კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუდგინდა, მეუფე საბას ტესტის პასუხი კი უარყოფითია

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 130-მდე გა­ი­ზარ­და