ავტორი:

ნიკოლოზ გამყრელიძემ საავადმყოფო დატოვა - "26 დღის განმავლობაში, არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა, არც შიში"

ნიკოლოზ გამყრელიძემ საავადმყოფო დატოვა - "26 დღის განმავლობაში, არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა, არც შიში"

"ევექსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფოდან გაეწერა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა:

"მეგობრებო, პაციენტი #10 გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით!

არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა! მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ!

ჩვენ კი როგორც მოქალაქეებმა, ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ვალდებულება კი არის რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რომ გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ირგვლიც მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას.

ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს!" - წერს გამყრელიძე.

ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 6 მარტს დაუდასტურდა, იქამდე ის რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან როგორც ცნობილია "გეფას" დირექტორთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელიც ასევე ინფიცირებული იყო.

COVID-19 და ბავშვები - "შესაძლოა, დედის რძე განაპირობებდეს, რომ ბავშვებში დაავადება მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს"

"ცხელების ცენტრებზე" ჩემი კოლეგების ნაწილიც შეშფოთდა - კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით - პაატა იმნაძე

შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება - პაატა იმნაძე