ავტორი:

ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა

ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა

მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით, ყოველ 24 საათში, ასობით ადამიანი იღუპება და ურთულეს გამოწვევასთან გამკლავება უჭირთ უძლიერესი ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემის მქონე სახელმწიფოებს, ისეთებს, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია და ა.შ.

ამ ფონზე არიან ქვეყნები, სადაც, ამ სტატიის წერის მომენტში, COVID-19-ით არცერთი გარდაცვლილი არ არის და საბედნიეროდ, მათ რიცხვშია საქართველოც.

ვნახოთ. ქვეყნებისა და ტერიტორიული ერთეულების ჩამონათვალი, სადაც ამ ეტაპზე კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება:

ლატვია - ქვეყანას ჰყავს 398 ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი, თუმცა გამოჯანმრთელებულიც ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პაციენტია. აღსანიშნავია, რომ ლატვიაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 2 მარტს გამოვლინდა.

სლოვაკეთი - აქ კორონავირუსით 363 ადამიანია დაინფიცირებული, არ ფიქსირდება გარდაცვალების არცერთი შემთხვევა და გამოჯანმრთელებულია 3 პაციენტი. COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა კი 6 მარტს გამოვლინდა.

ქუვეითი - კორონავირუსით ამ ეტაპზე 289 ადამიანი დაინფიცირდა. 73 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ მომენტისთვის არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. პირველი შემთხვევა კი 24 თებერვალს გამოვლინდა.

რეიუნიონი (კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკაში, ევროკავშირის ყველაზე მოშორებული რეგიონი და საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი) - ინფიცირებულია 247 ადამიანი, რომელთაგანაც ჯერ მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებულია. ამ დროისთვის არ არის გარდაცვალების ფაქტი.

ვიეტნამი - ქვეყანაში კორონავირუსით 212 ადამიანი დაინფიცირდა, 58 პაციენტი გამოჯანმრთელდა, არცერთი არ გარდაცვლილა. ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა კი 23 იანვარს გამოვლინდა.

სენეგალი - COVID-19-ით 175 ადამიანია დაინფიცირებული, არ ფიქსირდება გარდაცვალების ფაქტი, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელებულია. პირველი შემთხვევა აქ 2 მარტს გამოვლინდა.

ფარერის კუნძულები - 169 ინფიცირებულიდან 74 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილი კი ამ დროისთვის არავინაა. პირველი დადასტურებული შემთხვევა 4 მარტს გამოვლინდა.

მალტა - გარდაცვალების ფაქტი არც მალტაზე არ ფიქსირდება. კორონავირუსით აქ 169 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებული კი ჯერჯერობით მხოლოდ 2 პაციენტია. მალტაზე ინფიცირების პირველი შემთხვევა 7 მარტს გამოვლინდა.

საქართველო - ჩვენს ქვეყანაში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს. 115 ინფიცირებული პაციენტიდან კი 22 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა კი 26 თებერვალს გამოვლინდა.

კამბოჯა - 109 ინფიცირებულიდან 23 გამოჯანმრთელდა და გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება. პირველი შემთხვევა აქ 27 იანვარს გამოვლინდა.

ყირგიზეთი - 107 დაინფიცირებულიდან 3 გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების ფაქტი კი არ დაფიქსირებულა. აქ კორონავირუსის პირველი შემთხვევა 18 მარტს გამოვლინდა.

ასევე, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა შემდეგ ქვეყნებსა და ტერიტორიულ ერთეულებში:

რუანდა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, მენის კუნძული, მადაგასკარი, არუბა, საფრანგეთის გვიანა, უგანდა, მაკაო, საფრანგეთის პოლინეზია, ზამბია, ბარბადოსი, ბერმუდა, ჯიბუტი, ეთიოპია, გვინეა, კონგო, მალდივები, ჰაიტი, ახალი კალედონია, ბაჰამის კუნძულები, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, სენტ-ლუსია, დომინიკა, მონღოლეთი, ნამიბია, გრენლანდია, ლიბია, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ბენინიმ გრანადა, ლაოსი, ესვატინის სამეფო, გვინეა-ბისაუ, მოზამბიკი, სენტ კიტსი და ნევისი, ანტიგუა და ბარბუდა, ჩადი, სენ-ბართლემი, სინტ-მარტენი, ნეპალი, ფიჯი, მონსერატი, სომალი, თერქს-ქაიქოსის კუნძულები, ბუტანი, ბელიზი, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ლიბერია, ანგვილა, ბურუნდი, კარიბის ნიდერლანდები, პაპუა ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სიერა ლეონე, ტიმორ-ლესტე.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობაც მცირეა და 1-დან 75-მდე მერყეობს.

LIVE: სპეცპროექტი COVID-19 - ბიძინა კულუმბეგოვი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ აგრარული ბაზრები, რომ მუშაობა განაახლონ - "მოვაჭრეებს შორის დისტანცია უნდა იყოს დაცული"