ავტორი:

"ვინც უარს იტყვის სახელმწიფო მხარდაჭერაზე და კომუნალურებს თავად გადაიხდის, დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს" - ნარმანია

"ვინც უარს იტყვის სახელმწიფო მხარდაჭერაზე და კომუნალურებს თავად გადაიხდის, დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს" - ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავად დაფარონ კომუნალური გადასახადები და სახელმწიფოს დაფინანსებით არ ისარგებლონ. ამის შესახებ დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ნარმანიამ განმარტა, პარამეტრები - 200 კილოვატი ელექტროენერგია და 200 მ3 ბუნებრივი აირი იმის გათვალისწინებით შეირჩა, თუ საშუალოდ რამდენს მოიხმარენ იმ კატეგორიის ოჯახები, რომელთაც ახლა, შესაძლოა, კომუნალური გადასახადების გადახდის კუთხით პრობლემა შექმნოდათ.

"ესაა საშუალო ტიპური ოჯახები, რომელთაც არ აქვთ დიდი სახლები, გათბობის ისეთი სისტემები, რომლებიც დიდ ფართს ათბობს. ესაა ისეთი კატეგორიის ოჯახები, რომელთაც რეალურად ამ პირობებში ასეთი ტიპის მხარდაჭერა სჭირდება.

თუმცა, შესაძლოა, აქ იყოს ისეთი ტიპის ოჯახები, რომელებიც ამ დახმარებას არ საჭიროებენ, რომელთაც არ დაუკარგავს სამსახური და მიუხედავად ყველაფრის აქვთ შემოსავალი.

რა თქმა უნდა ასეთი კატეგორიის ოჯახებიც მოხვდნენ ამაში, თუმცა იქნება შესაძლებლობა, რომ ის ვისაც ამისი საშუალება აქვს და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თავად განაცხადებს უარს სახელმწიფო მხარდაჭერაზე, მას შეეძლება რომ თავად გადაიხადოს თანხა კომუნალურ კომპანიებში და ამით დაიზოგება ის საბიუჯეტო სახსრები, რომელიც შესაძლოა, მთავრობამ სხვა არანაკლებ პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებაზე მიმართოს“,-აღნიშნა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.

LIVE: "360 გრადუსი" - აკაკი ზოიძე, დეკანოზი მამა საბა ჭიკაიძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - ნათია თურნავა, ირაკლი ტაბაღუა

უმრავლესობის წევრები და მინისტრები მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ