ავტორი:

"არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ქვეყნიდან საქართველოში" - გახარია

"არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ქვეყნიდან საქართველოში" - გახარია

"არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ქვეყნიდან საქართველოში" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ვინმეს საქართველოს მოქალაქეების რომელიმე ქვეყნიდან გადმოყვანის სურვილი აქვს, ამის არანაირი პრობლემა არ იქნება.

"ბევრი სპეკულირება ხდება ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით, ვიღაც რაღაც სურვილს გამოთქვამს. არის შემთხვევები, როდესაც წერილები იწერება კანცელარიაში. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულირება.

ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის ან ქვეყნის დახმარება უნდა, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში.

საჭიროა, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ნახევარ საათში ორგანიზდება. პოლიტიკური კეკლუცობის მაგივრად, ყველას ვისაც აქცს სურვილი, რომ ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, გამოაცხადონ, რომ აკეთებენ ამ რეისს და არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება" - აღნიშნა გახარიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზრუნველყოს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, მათ უკვე მოძიებული აქვთ ავიაკომპანია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს განახორციელებს და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისინი უფასოდ უზრუნველყოფენ.

LIVE: "360 გრადუსი" - ანა დოლიძე, რომან გოცირიძე, კახა კუჭავა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე იქცევა პანდემიასთან ბრძოლაშიც" - ჯეიმს აპატურაი