ავტორი:

"ცოლისგან ქმარი არ დაინფიცირდა, რაც ცოტა გამოუცნობი ფენომენია - კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრი საიდუმლოა" - მარინა ენდელაძე

"ცოლისგან ქმარი არ დაინფიცირდა, რაც ცოტა გამოუცნობი ფენომენია - კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრი საიდუმლოა" - მარინა ენდელაძე

კორონავირუსი, როგორც ჩანს, არის ძალიან ადვილად გადამდები; ისეთი შემთხვევები ფიქსირდება, რომ წარმოუდგენელია; ამ შემთხვევაში, იყო ცოლ-ქმარი, რომელთაგან ქმარს არ დაემართა, არ დაინფიცირდა , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან მიმართებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ შესასწავლია.

"როგორც ჩანს, კორონავირუსი არის ძალიან ადვილად გადამდები; ისეთი შემთხვევები ფიქსირდება, რომ წარმოუდგენელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, იყო ცოლ-ქმარი, რომელთაგან ქმარს არ დაემართა, არ დაინფიცირდა. ცოტა გამოუცნობი ფენომენია, მაგრამ გარკვეულწილად ალბათ, მაინც ჰიგიენური ნორმების დაცვასთანაა კავშირში.

გარდა ამისა, არ იყო ალბათ ამ შემთხვევაში მჭიდრო კონტაქტი, მაგრამ ამის შესახებ ჩვენთვისაც გასაკვირია. ამ ვირუსთან ბრძოლაში ბევრი საიდუმლოა და ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი და შესასწავლი, ჩვენ რამდენადაც გვიხერხდება ამას ყველაფერს ვაკეთებთ", - აცხადებს ენდელაძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301. ცნობისთვის, 117 ადამიანიდან, 23 გამოჯანრთელებულია.

ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა - "მრავლობითი მოტეხილობები აქვს"

"სააკაშვილმა მისი მართველობის დროს თვითრეკლამა კომედიად აქცია, ივანიშვილი უარის ამბობს სიკეთეების რეკლამაზე" - ელისო ბოლქვაძე

"ვიბრძოლოთ, რათა ნიკას გულმა იფეთქოს" - აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება