ავტორი:

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

პარტია "კანონი და სამართალის" წევრი ირაკლი ღლონტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს, რა დროსაც სამართადამცველებმა მამა-შვილი დისტანციის დარღვევისთვის დააჯარიმეს:

"განზრახ თავს ვიკავებდი ამ საქმესთან დაკავშირებით და ველოდებოდი პოლიციის მხრიდან ადეკვატურ და სამართლიან გადაწყვეტილებას !

ლადო აბსანძე არის ჩემი უფროსი მეგობარი, კაცი, ვისგანაც ბევრი მაგალითი მაქვს მიღებული ქვეყნისადმი, საკუთარი ერისადმი უანგარო პატივისცემის და კანონმორჩილების. ეს კაცი, 30 მარტს, ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დააჯარიმეს 3000 ლარით, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შვილთან ერთად სახლიდან გავიდა და მაღაზიის წინ მორჩილად ელოდებოდა თავის რიგს.

30 მარტს ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა პოლიციას, უფრო მეტიც, სრულიად ალოგიკურია დისტანციის დაცვის ვალდებულება დავაკისროთ პირებს, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობენ.

ყველაზე მეტად ჩემი გაოცება და კრიტიკა გამოიწვია პოლიციელთა მხრიდან უტაქტობამ, უცოდინარობამ და თავხედობამ და ახლა, როცა იმის ნაცვლად, რომ გაუქმდეს ოქმი და ბოდიში მოუხადონ ამ ღირსეულ კაცს, პოლიციის ადმინისტრაცია მასმედიასთან ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს მოქ. აბსანძე არ დაემორჩილა მითითებას და ამის შემდეგ შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რაც ვერც იურიდიული და ვერც ლოგიკური თვალსაზრისით ვერ უძლებს კრიტიკას.

მივმართავ შს მინისტრს, მესმის, რომ ახლა რთულ მდგომარეობაშია ქვეყანა, მაგრამ მოგიწოდებთ, დაუყონებლივ აღდგეს სამართლიანობა მოქ. ლადო აბსანძის მიმართ და პასუხისგებაში იქნან მიცემული პოლიციის მუნდირს ამოფარებული უტაქტო "მოძველბიჭო'' პირები, რომლებიც საკუთარი დარღვევის გადაფარვის მიზნით მზად არიან იცრუონ, ღირსება შეულახონ კანონმორჩილ მოქალაქეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა დააბრალონ !

დაუყონებლივ გახსენით ვიდეო კამერები და ბოდიში მოუხადეთ ლადო აბსანძეს და საზოგადოებას! მინისტრო, უზრუნველყავით პოლიციელთა სწორად დატრენინგება, რომ უკანონოდ არ მოხდეს სოლიდური ჯარიმების მოქალაქეებისთვის დაკისრება" - წერს ღლონტი.

როგორც "რადიო ათინათთან" საუბრისას ლადო აბსანძემ აღნიშნა, სრულწლოვან შვილთან ერთად იდგა მაღაზიის რიგში, რა დროსაც დააჯარიმეს:

"გუშინ ვიყავი სასამართლოში და გადამამისამართეს სამმართველოში. იქ მითხრეს დისტანციურად ვმუშაობთო და განცხადება მეილით შემოიტანეთო, მაგრამ შეფერხება იყო და ვერ მოვახერხეთ. მერე აქეთ დაგვირეკეს და მითხრეს სკაიპის საშუალებით გაგესაუბრებით და ასე უნდა განვიხილოთ თქვენი საქმეო. წარმოდგენა არ გვაქვს რატომ გააკეთეს ეს, როგორც იურისტები მეუბნებიან ოჯახის წევრებზე არ მოქმედებს დისტანციის მოთხოვნა" - უთხრა რადიო "ათინათს" აბსანძემ.

შს სამინისტროში მოქალაქის დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ლადო აბსანძეს და მის სრულწლოვან შვილს სამართალდამცავებმა სოციალური დისტანციის წესის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ და ჯარიმა სწორედ ამის შემდეგ გამოუწერეს.

"არ ვიცი, რა მოხდა, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა..." - ნიკა გვარამიას დაცვის წევრი და მძღოლი გარდაიცვალა

"რატომ გინდათ ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე წირვის გარეშე დარჩეს? ღმერთმა არ ქნას, მაშინ ნახეთ განსაცდელი" - პეტრე კოლხი

"კორონა უნდა მჭირდეს რომ მომაქციონ ყურადღება, თუ უნდა ვკვდებოდე?" - რას წერს ორსული, რომელმაც "კომენდანტის საათის" გამო, წამლის ყიდვა ვერ შეძლო