ავტორი:

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი გარდაიცვალა - რა უამბო წლების წინ გრანდიოზულ პროექტზე AMBEBI.GE-ს არჩილ მინდიაშვილმა

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი გარდაიცვალა - რა უამბო წლების წინ გრანდიოზულ პროექტზე AMBEBI.GE-ს არჩილ მინდიაშვილმა

69 წლის ასაკში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას არქიტექტორის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

არჩილ მინდიაშვილი საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი და ღირსების ორდენების კავალერი იყო. ხელმძღვანელობდა საეკლესიო დანიშნულების 30-ზე მეტი მნიშვნელოვანი კომპლექსისა თუ ობიექტის მშენებლობას, მათ შორისაა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი თბილისში (1995-2004).

ორი წლის წინ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში არქიტექტორმა გრანდიოზულ პროექტზე მუშაობის შესახებ დეტალურად ისაუბრა:

"ვიმუშავე აფხაზეთის უნიერსიტეტის პროეტქზე, ბორჯომში სანატორიუმების კომპლექსზე, ასევე ცხინვალის დრამატული თეატრის პროექტზე (ოსური და ქართული დასის თვის იყო განკუთვნილი). ვმონაწილეობდი მიუსერაში მიხეილ გორბაჩოვისთვის აშენებულ აგარაკზე. უამრავამრავი კონკურსის ლაურეატი ვარ, მაგრამ საკათედრო ტაძრისთვის გამოცხადებულმა კონკურსმა მაინც ყველას გადააჭარბა".

- ვინ გადაწყვიტა, რომ აგებულიყო სამების საკათედრო ტაძარი?

- უწმინდესმა და უნეტარესმა საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო განჩინება, უფლის სადიდებლად, საქართველოს დედაქალაქში წმინდა სამების საკათედრო ტაძარი აგებულიყო, რომელიც იმ დიდი გავლილი გზისა და შედევრების ფონზე, რაც ქართულ ხუროთმოძღვრებაში გვაქვს, თანამედროვესთან სინთეზში წარმოჩენილიყო. გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც რასაკვირველია, ყველა არქიტეტორს უნდოდა მონაწილეობა, არავის ჰქონდა იმ პერიოდისთვის აგებული ახალი ტაძარი, მით უეტეს, საკათედრო. პირვლმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მეორე ტურისთვის მოვემზადე. მეუღლეს სოფელი აქვს ხარგაულში, ლამაზ მთიან ადგილას და იქ წავედი, ჩავიკეტე და ვმუშაობდი, რომ ჩამოვედი, პროექტი წარვადგინე. უწმინდესმა, წმინდა სინოდმა, ჟიურიმ ჩემი პროექტი საკათედრო ტაძრის ასაგებად აირჩია.

- მართლაც გრანდიოზული მასშტაბებია.

- არსებობს რუსების ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩვენი სამება სიდიდით და მასშტაბით, მე-8 ადგილზეა. დანარჩენი, ევროპის მასშტაბით, სამართლმადიდებლო და არასმართლმადიდებლო სამყაროში მესამე ადგილს გვაკუთვნებენ, მაგრამ პატრიარქს ნათქვამი აქვს: "მათი ტაძარი დიდია, მაგრამ ჩვენი დიდებული". ისე არ მოხდა, მუშაობა პირდაპირ სამებით დგავეწყო, თუმცა სამებაზე მუშაობა პარალელურად მიმდინარეობდა. მანამდე რამდენიმე ტაძრის აგება მოვასწარი. პირველი თემქაზე სამნავიანი ბაზილიკა, ამაღლების ტაძარი საბურთალოს პანთეონთან და შემდეგ ძმათა სასაფლაოზე, ისევ საბურთალოზე, წმინდა გიორგის ბაზილიკა, ერთნავიანი. ისე გამოდის, რომ ჩემი პროექტები ზეცისკენ უფრო მიისწრაფის, ვიდრე მიწისკენ, - რაღაც თავისთვად ასე გამოდის.

- მას მერე, რაც უწმინდესმა ადგილი აკურთხა, როდის დაიწყო მშენებლობა?

- 1995 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, უწმინდესმა აკურთხა ადგილი, სადაც უნდა აგებულიყო საკათედრო ტაძარი და 9 წლის თავზე, უკვე ტაძარიც აკურთხა. ტაძრის აგების ადგილსაც თავისი ისტორია აქვს. კონკურსშიც იყო გამოცხადებული, რომ "სამება" ყოფილი ავტოინსპექციის ტერიტორიაზე, ახლანდელი პრეზიდენტის სასახლის ადგილას უნდა აგებულიყო და დაფუძნებულიყო. ფაქტობრივად, უპრობლემოდ განლაგდებოდა, მაგრამ დრო შეიცვალა, 90-იანი წლები დადგა, უკვე იმ ხალხის გაყვანაც პრობლემა იყო, ვინც იმ ადგილას ცხოვრობდა და ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით. შემდეგ საუბარი იყო, რომ თითქოს, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ვაკეში აშენებულიყო. ადგილი უწმინდესმა ნახა, აკურთხა და იქ მერე პატარა სამების ტაძარი აეგო. ბოლოს წამოიშვა აზრი, იმ ადგილას, სადაცაა აგებული, გაჭრილიყო საძირკველი. უწინ ქართულ-სომხური სასაფლაო იყო, რომელიც წლების დახურული გახლდათ, მერე იქ "მეგობრობის" პარკი გაკეთდა. იქვე მოსახლეობაც ცხოვრობდა, არც ხედი ვარგოდა დიდად, სკოლის შენობა მთელ ადგილს კეტავდა და იქაურობის ხიბლი იკარგებოდა. როცა უკვე ვიმსჯელეთ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს იყო მაინც ყველაზე კარგი ადგილი და მისი გამოყოფა მომენტალურად მოხდა იმისთვის, რომ იქ გათხრილიყო საძირკველი. გეოლოგიამ მიწის სამუშაოები საკმაოდ ღრმად მოითხოვა. შეიძლება ითქვას, რომ კარგიც იყო - ქვემოთ ვეებერთელა სივრცეები გვაქს, მიწის ზედა ნაწილის გარდა, 5 ეკლესიაა.

- ვინაიდან ძველი სასაფლაო იყო, ძველ საფლავებს და ნეშტებს რა უყავით?

- ბევრი არ იყო, მაგრამ რაც იყო ძვლები, სპეციალურ ყუთებში იწყობოდა და ყველაფრი ცალ-ცალკე და საგანგებოდ დაიმარხა, ისევ მიწას მიებარა.

- მშენებლობის დროს მთავრი სირთულე რა იყო?

- მშენებლობის პერიოდში მთავრი სირთულე ფინანსები აღმოჩნდა. უწმინდესმა რომ მკითხა, - ბატონო არჩილ, რა გვიშლის ხეს მუშაობაშიო? ვუთხარი, - თქვენო უწმინდესობავ, ყველაფრი ფინანსებზეა დამოკიდებული-მეთქი. არა, ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებულიო, - იყო მისი პასუხი. ისე აგისრუდეთ ყველაფერი, როგორც ეს აგვისრულდა. პირველ წლები, როდესაც ჯერ კიდევ ქვაბულში ვიყავით, (მცირე ბიუჯეტის გამო), ძლივს ამოვედით ზემოთ. ფონდი ყოველ წელს შემოწირუობათა წიგნს უშვებდა, სადაც რომელმა მოქალაქემ, ორგანიზაციამ რამდენი შესწირა, აღნუსხული იყო. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ყველას საკუთარი თავი იქ აღმოეჩინა და არავის ღვაწლი დაკარგულიყო. მართლაც უამრავი ხალხი მოდიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მოჰქონდათ ფილები ოჯახის წევრების წარწერებით. იყო ასევე წმინდა ადგილებიდან ჩამოტანილი ქვები, ოქროს მონეტები უწმინდესმა ჩაყარა საძირკველში. ქეთევან ბაგრატიონმა ძვირფასი ბეჭედი შესწირა.

- ბიძინა ივანიშვილი ტაძრის მშენებლობის პროცესში როდის ჩაერთო? წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

“KIU ჩემს მეორე სახლად იქცა და მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქს დავუბრუნდები” - კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი ლუკა სამხარაძე

პირბადის ტარების წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება

8 თებერვლიდან სრულად ამოქმედდება ბაზრობები