ავტორი:

"სამი დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ... ვერვინ გვეკარება, არავინ შემოდის" - რას წერს იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი

"სამი დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ... ვერვინ გვეკარება, არავინ შემოდის" - რას წერს იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი

იტალიაში, მილანში მცხოვრები ემიგრანტი ნუნუ რობაქიძე, სოციალურ ქსელში უმძიმეს სტატუსს აქვეყნებს. ქალბატონი წერს, რომ უკვე სამი დღეა მიცვალებულთან ერთად უწევს ცხოვრება, რადგან ქალს, რომელსაც უვლიდა, გარდაიცვალა. თუმცა მსოფლიო პანდემიის ფონზე, მათთან სახლში არავინ მიდის, რადგან ყველას ეშინია მოხუცი კორონავირუსით არ იყოს გარდაცვლილი.

"2020 წლის 3 ა პ რ ი ლ ი... ვზივარ და ველოდები როდის გათენდება, მეტად სამწუხაროდ სამშობლოს გარეთ იტალიაში მილანში ვარ ამ ურთულეს კატასტროფულ სიტუაციაში...

ს ა მ ი დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ... ირგვლივ თითქოს სიცოცხლე აღარ არსებობს.. ასე დააზომბირეს მსოფლიო ხალხები... ვერვინ გვეკარება, არავინ არ შემოდის, არც არაფერი გაუკეთეს, მოვაწესრიგე უკანასკნელ გზაზე ყველანაირად, როგორც უვლიან ქართველები მიცვალებულს.

სანთლები აუნთე... ვილოცე, საგალობლებიც ჩაურთე... მაგრამ , ეს დრო არ და არ გავიდა... მარტო ძნელი ყოფილა... უკვე სუნთქვა შემეკრა... ფანჯრებს დიდხანს ვერ ვაღებ, რომ არ შეუწყო ხელი ვირუსს არა და კარანტინში ყოფნა მომისაჯეს მიცვალებულთან ერთად..

არ იციან ეს ქალბატონი რით გარდაიცვალა... დღეს მოვა სპეციალური ჯგუფი წაასვენებს საბრალოს, არავინ ნათესავი და ოჯახის წევრი არ მოდის შიშისაგან. შევრჩი მე მხოლოდ... ღმერთი არს ჩემთან, ჩემი უსასრულო სიყვარული - ქ რ ი ს ტ ე ღმერთი...

ღ მ ე რ თ ს და ჯ ვ ა რ ს მივენდოთ, ყოველივე წარმავალია.. .ჩვენ გადავრჩებით და გავიმარჯვებთ... ეს გარდაუვალია!!! ნუ დაველოდებით ბაბილონის გოდოლივით აგებულ ქალაქებში ხელოვნურად მოწყობილ წარმავალ სიცოცხლეს... გავიდეთ ბუნებრივ ღმერთით მომადლებულ საარსებო ულამაზეს ბუნებაში...

არა კაცთა ქმნილში. იქ მიცვალებაც გემრიელია, შრომაში დაღლილს დასვენებაც ხომ გვწადია, შვებაა შრომიდან გარდასვლა, სანეტარო შვება... ქართულ სუფრასა და სადღეგრძელოს იქ აქვს მადლმოსილება, საიდანაც მარადიულ გზაზე გავდივართ...

გავიდეთ ს ო ფ ლ ე ბ შ ი... მკვდარ ქალაქში სიცოცხლე არ არსებობს...მარადიულს ვერ მიუახლოვდებით ბუნების შეცნობის გარეშე, მასთან თანაცხოვრების გარეშე, უნდა დაგცხას, უნდა გასველდე, უნდა გაიყინო, უნდა გათბე, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი უნდა იარო...

ქართული ჯ ვ ა რ ი ს დაუძლეველობა შეგვეწიოს თითოეულ ქართველს ,ვინც დღეს უკიდურეს გაჭივრებაშია,სამშობლოს გარეთ თუ სამშობლოში, შეგვაერთოს დედუფალმა ერთად ,რომ არ მივიღოთავსულთაგან მზაკვრულად მოწოდებული მაცდუნებელინიშნები !დაგვეძლიოს ქართველობის სულიერი მისია !დაგვეძლიოს ეს მზაკვრული განსაცდელი ,ქრისტე ღმერთში რომ მოვხვდეთ უსასრულო სიხარულად !ამ ენითა ზეციურ მარგალურ ქართულითა,ავთა მალე გამასამართლებელითა" - წერს ემიგრანტი.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 115 242 ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორის 13 915 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 18 278 გამოჯანმრთელდა.

"ესაა უნიკალური მეთოდი, კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების გამოსავლენად" - რა სიახლეზე საუბრობს ლევან რატიანი

გორში ინფიცირებული მედდის ოჯახის 3 წევრს COVID-19 დაუდასტურდათ - მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც

"მაღაზიები სამმაგად ყიდიან ყველაფერს და ჩვენ საშვებს არ გვაძლევენ, რა გავაკეთოთ?" - მოვაჭრეების აქცია რუსთავში