ავტორი:

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ოჯახური ცხოვრება - საზოგადოებისთვის უცნობი ქმარი და ქალიშვილი, რომელიც ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ოჯახური ცხოვრება - საზოგადოებისთვის უცნობი ქმარი და ქალიშვილი, რომელიც ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს

"მილიონერი მინისტრი" - ასე მოიხსენიებდნენ მედიაში მაია ცქიტიშვილს, რომელიც 2018 წლის 30 მარტს მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალ პოსტზე - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრად წარადგინა.

მშვიდი და გაწონასწორებული იმიჯის მქონე ქალი მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტი კადრია, რომელიც თეა წულუკიანთან ერთად "ქართული ოცნების" გუნდს წლებია შემორჩა. სანამ ერთ-ერთ რთულ სამინისტორს ჩაიბარებდა, ცქიტიშვილი 2012 წლიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

ცქიტიშვილი ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტია, განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 1993 წელს პრაღაში კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, 1993-1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლაში განაგრძო სწავლა.

2003 წელს ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში აღმოჩნდა - შპს "ბურჯში" ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ. ორ წელიწადში დააწინაურეს და "ქართუ ჯგუფში" გადაიყვანეს პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში. 2006 წელს იყო "ბაგები სითი ჯგუფის" პროექტების მენეჯერი. 2009 წელს სამუშაოდ გადადის შპს "ქართუ მენეჯმენტში" დირექტორის თანამდებობაზე.

"ქართული ოცნების" ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე, 2012 წლის პირველი ნოემბრიდან ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

მინისტრის ოჯახის შესახებ საზოგადოებამ ცოტა რამ იცის. მისი მეუღლე დავით ხატიაშვილია, წყვილს ერთადერთი ქალიშვილი - ნატა ხატიაშვილი ჰყავს.

ვიცე-პრემიერის მეუღლის სახელმა მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა - საჯარო რეესტრის მონაცემებით, ცქიტიშვილის ქმარს ეკუთვნის სამშენებლო კომპანია "ბილდინგ სოლუშენსი", რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით 2015-2016 წლებში სახელმწიფო ტენდერებში იღებდა მონაწილეობას. კომპანია პრეტენდენტად ოთხ ტენდერში ფიქსირდებოდა, თუმცა ვერცერთ მათგანში ვერ გაიმარჯვა.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხატიაშვილი ფლობს „ლიბერთი ბანკის“ 69 181 აქციას; ასევე 2017 წელს ვალის სანაცვლოდ სს „ჯორჯიათრეიდის“ 150 090 აქციის მფლობელიც გახდა. დეკლარაციის მიხედვით, ხატიაშვილი შპს „ბილდინგ სოლუშენსის“ 100%-იანი წილის მფლობელია; ის ფლობს ასევე შპს „მიკროკლიმატის“ 75%-იან წილს. ხატიაშვილი იკავებდა შპს „თბილისის კომერციული ქონების“ დირექტორის პოსტსაც.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილის ქალიშვილს ნატა ხატიაშვილს - მან 2017 წელს თბილისის წმინდა გიორგის ბრიტანულ-ქართული სკოლა დაამთავრა. AMBEBI.GE-მ გაარკვირა, რომ ის ამჟამად დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტების ჩამონათვალში მერვე ადგილს იკავებს.

ნატა მეცნიერებისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს და სწავლას 2021 წელს დაამთავრებს. გოგონა მშობლიურის გარდა ფლობს სამ ენას: ინგლისურს, რუსულსა და ფრანგულს.

მინისტრის ქალიშვილი სოციალურ ქსელში მანჩესტერის უნივერსიტეტში თავის მოხალისეობრივ საქმიანობაზე წერს.

ვიცე-პრემიერის შვილი, როგორც ლიდერი, 10 პირველკურსელთან მუშაობდა და მათ ინტერაქციულ სესიებს უტარებდა, ეხმარებოდა აკადემიური კუთხით წარმატების მიღწევაში და ჩართული იყო ყოველკვირეული სესიების დაგეგმვაში. ასევე, უნივერსიტეტში გეგმავდა და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელიც დაკავშირებული იყო სტუდენტებთან.

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი ნადარეიშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგი კაპანაძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას