ავტორი:

კარანტინი დივანზე - როგორ გავატაროთ დრო მხიარულად

კარანტინი დივანზე - როგორ გავატაროთ დრო მხიარულად

როგორ დავრჩეთ შინ და გავატაროთ კარანტინი პოზიტიური განწყობით ისე, რომ დრო სასიკეთოდ გამოვიყენოთ?

იზოლაციაში ყოფნამ ყველას ცხოვრების წესი შეცვალა. იძულებული გავხდით დისტანციურ ცხოვრებას მოვერგოთ, ვისწავლოთ, ვიურთიერთოთ და ვიმუშაოთ სოციალური დისტანციით - ინტერნეტის საშუალებით. მეგობრებთან ერთად კაფე-ბარებში სიარულის, საყვარელ ადამიანთან ერთად კონცერტზე წასვლის, ან უბრალოდ, სავაჭრო ცენტრში საყიდლებზე სიარულს ეს ერთი შეხედვით უბრალო სიამოვნება დღეს ხელმისაწვდომი აღარაა. ამიტომ გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ დავძლიოთ მოწყენილობა, როგორ გავიხალისოთ დღეები და როგორ ჩავერთოთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში სახლიდან გაუსვლელად:

  • ონლაინ წვეულება

იმ შემთხვევაშიც კი თუ ინტროვერტი ხართ, საკუთარ თავთან მარტო ყოფნამ ან ოჯახის წევრებთან ერთად ერთ სივრცეში გატარებულმა რამდენიმე კვირამ, შეიძლება გადაგღალოთ. ამ სიტუაციასთან გამკლავება ყველაზე მეტად ექსტრავერტებს უჭირთ, რომლებიც სოციალური ურთიერთობების ნაკლებობას უფრო მძაფრად განიცდიან. რა უნდა გააკეთონ მათ? გთავაზობთ გამოსავალს - მოაწყოთ ონლაინ წვეულება. კარანტინის პირობებშიც კი, მეგობრებს კვლავ შეგიძლიათ ერთად შეკრება და დროის სასიამოვნოდ გატარება, შეარჩიეთ სასურველი მენიუ და შეუკვეთეთ კერძები საყვარელი რესტორნიდან, შემდეგ კი მოიმარჯვეთ თქვენი სმარტფონები და შეიკრიბეთ - FaceTime - ის ვიდეო ჩეთის მეშვეობით, თქვენ კვლავ ერთად ხართ. FaceTime-ის ჯგუფის კონფერენციაზე, ერთდროულად კომუნიკაცია 32 ადამიანს შეუძლია. გაიხსენეთ, ბოლოს როდის მოახერხეთ მეგობრებმა ამ რაოდენობით შეკრება? თქვენ კიდევ უფრო გაგიმართლათ, თუ თქვენ ან თქვენს მეგობრებს აქვთ ახალი iPhone 11, რადგან მისი უამრავი ანიმაციური ეფექტებით შეგიძლიათ გაერთოთ და მეგობრებიც გაახალისოთ.

  • სამაგიდო თამაშები უსაფრთხო გარემოში

სახლში დარჩენა თინეიჯერებისთვის კიდევ უფრო რთულია. მეგობრებთან ერთად დროის გატარება ყველაზე მეტად მათ ენატრებათ, თუმცა COVID-19-ის საფრთხის გამო, ეს უსაფრთხო ნამდვილად არ არის. ჩვენ გთავაზობთ მშვენიერ ალტერნატივას - ეს არის ონლაინ თამაში „მონოპოლია“. კომპიუტერული თამაშის სცენარი დეტალურად იმეორებს რეალურ თამაშს. პროგრამის ჩატვირთვისას შეგიძლიათ აირჩიოთ და თქვენი გემოვნებით მოაწყოთ ოთახის ინტერიერი, რომელშიც თამაშს გამართავთ. ასევე, iPad-ის ან Apple-ის სხვა მოწყობილობით შეიძლება გკამათელის გაგორება, შეგიძლიათ ებრძოლოთ ე.წ. i-bots-ებს. საკმაოდ აზარტული და სახალისოა მოგება რეალურ მოთამაშეებთან, თანაც ისე, რომ კორონა ვირუსით არ დაინფიცირდეთ.

AppStore – ში ყველა გემოვნების და ასაკის ადამიანისთვის უამრავ თამაშს აღმოაჩენთ. თქვენ საშუალება გაქვთ Scrabble - ით დაკავდეთ თქვენი ბავშვობის მეგობრებთან, ან ითამაშოთ უახლესი თამაშები, მთავარია შეამციროთ სტრესი და ყურადღება გადაიტანოთ ტელევიზორში ახალი ამბების ყურებისაგან.

  • სპორტული გამოწვევა

შექმნილ ვითარებაში სპორტული აქტივობების განხორციელება საკმაოდ რთულია, როდესაც არ გვაქვს საშუალება ვირბინოთ სკვერში, ვიაროთ ფიტნეს დარბაზში და საცურაო აუზზე. დღეს ჩვენ ვართ შინ, ნაკლებს ვმოძრაობთ, ხშირად მივირთმევთ საყვარელ სასუსნავებს და თან არ გვსურს დავემსგავსოთ ცნობილი ზღაპრის პუტკუნა პერსონაჟს - კალაბოკს. აუცილებლად გვჭირდება ტრენერი, თუმცა როდესაც მკაცრი მწვრთნელი სავარჯიშო დარბაზში აღარ გველის, საჭიროა სახლის პირობებში, საკუთარ თავში ვიპოვოთ მოტივაცია. თუ თქვენ გაქვთ AppleWatch-ი, დააინსტალირეთ პროგრამა (მაგალითად, MyFitnessPal), აიყოლიეთ მეგობრები გამოწვევაში და დაიწყეთ ფიზიკური აქტივობები. შემდეგ შეიყვანეთ მონაცემები მოხმარებული კალორიების და ტრენინგის შესახებ. კვირაში ერთხელ კი შეადარეთ შედეგები - ეს არის მოტივაცია, იმისთვის, რომ არ მოდუნდეთ და შეინარჩუნოთ სასურველი ფორმა. ასევე შეგიძლიათ სცადოთ კიდევ ერთი სპორტული პროგრამა - Carrot Fit, სადაც ვირტუალური ტრენერი საკმაოდ მძიმე დავალებებს იძლევა. მაშინაც კი, თუ სასურველი ფორმის მიღწევაში წარმატებებს ვერ აღწევთ, გაიცინეთ მაინც.

  • თვითგანვითარება

გახსოვთ რამდენჯერ გითქვამთ საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფთათვის ეს ფრაზა: „როგორ მინდა უცხო ენის შესწავლა, მაგრამ დრო არ მაქვს?“ სწორედ ახლაა ის დრო, როცა შეგიძლია ეს სურვილი აისრულო. ახლა უფრო მეტ დროს ატარებთ როგორც თქვენს შვილებთან, ასევე საკუთარ თავთან. მოდით დავიწყოთ ბავშვებით, მოიმარჯვეთ თქვენი iPad-ი და გადმოწერეთ Tynker და აქციეთ ბავშვები პატარა პროგრამისტებად. Tynker for Kids პროგრამაში, ისინი შეისწავლიან ვიზუალურ ბლოკებს, შემდეგ JavaScript-ს და ბოლოს Python-ს. სულ მალე ნახავთ, რომ თქვენი შვილები აღარ ითამაშებენ ვიდეო თამაშებს მთელი დღის განმავლობაში, ისინი პირიქით შექმნიან მათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი საკარანტინო პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ თუ ბავშვი დაინტერესდება პროგრამირებით, ეს მის განვითარებას ხელს შეუწყობს.

თუ ინგლისური, გერმანული ან ჩინური ენის სწავლას გადაწყვეტთ, აპლიკაცია Busuu-ს დახმარებით სწავლა ყველაზე მოსახერხებელია. თითოეული კურსი CEFR სისტემის შესაბამისად არის შემუშავებული, ხოლო დონეების არჩევა A1– დან B2– მდეა შესაძლებელი.

საკუთარი თავის გამხნევება-განტვირთვისთვის კი ყველაზე სასიამოვნო მომენტი სურათების გადაღებაა. აივნიდან iPhone 11 – ის ფართო კუთხიანი კამერის საშუალებით, დაიჭირეთ მზის ამოსვლის ლამაზი კადრი ან დაამუშავეთ ბოლო მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები. ფოტოების გასაუმჯობესებლად, აღარაა საჭირო Photoshop–ი, iOS-ის ახალი აპლიკაცია - Touch Retouch საშუალებას გაძლევთ სმარტფონის ეკრანზევე წაშალოთ არასასურველი ობიექტები ან დეფექტები, დაამუშაოთ ფოტოები. ახლა კი თითქმის ფოტო დიზაინერი ხართ!

  • ვიზუალიზაცია - ფოტოები ინტერნეტში

ჯერ არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ვირუსით გამოწვეული შეზღუდვები, და კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს სახლში ყოფნა, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ლეპტოპების, ტაბლეტების და სმარტფონების როლი ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ხოლო Apple-ის ტექნოლოგიის მფლობელებს ახალ რეალობებში ექნებათ ფართო და ოპტიმიზირებული ფუნქციონირება. გაიარეთ კონსულტაცია Apple–ის სერთიფიცირებულ ექსპერტებთან, რომ იპოვოთ საკუთარი თავისთვის საუკეთესო მოდელი ინტერნეტით, საქართველოში ოფიციალურ პარტნიორ საიტებზე - iSpace (Apple Premium Reseller), Alta, Elit Electronics, iPlus, iStore, iTechnics, და Silknet.

არ მისცეთ საკუთარ თავს მოწყენის უფლება! შევხვდებით ინტერნეტში!

ნოვა პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარს გამოყოფს

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

მადლობა მედიკოსებს! - “ორბი ჯგუფი” მედიცინის მუშაკებისადმი პატივისცემის ნიშნად გარე სარეკლამო სივრცეებს მადლიერების ბანერებით ანაცვლებს