ავტორი:

გურჯაანელი მებაღის ტიტები ექიმებს, მადლიერების ნიშნად მიართვეს (ფოტოები)

გურჯაანელი მებაღის ტიტები ექიმებს, მადლიერების ნიშნად მიართვეს (ფოტოები)

გურჯაანელ კაკო ჯეირანაშვილის ტიტები დღეს საჩუქრად ექიმებმა მიიღეს. მედიკოსებს ულამაზესი ყვავილები მოქალაქეებმა მადლიერების ნიშნად მიართვეს. ფოტოებს სოციალურ ქსელი ქეთევან ლორთქიფანიძე ავრცელებს:

"1500 ცალი ტიტა კაკო პაპას ბაღიდან ჩვენს ექიმებს რიგითი მოქალაქეებისაგან მადლიერების ნიშნად. ქრისტინე, დიდი მადლობა იდეისთვის და ორგანიზებისთვის, და ყველა შენს მეგობარს მადლობა, რომელსაც არ ვიცნობ და შენმა იდეამ გაგვაერათიანა.

ტიტები ინფექციურის, რესპუბლიკურის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას და ბოჭორიშვილის ექიმებს." - წერს ინტერნეტმომხმარებელი, ფოტოების კომენტირებისას.

გურჯაანელ კაკო ჯეირანაშვილს, რომელიც საკუთარი ბაღის ტიტების რეალიზაციას კორონავირუსის პანდემიის გამო ვეღარ ახერხებდა, უცნობმა ადამიანებმა სრულად ჩაურიცხეს ის თანხა, რასაც მეყვავილე მცენარეების გაყიდვით მიიღებდა.

6 000-მდე ძირი ტიტა 63 წლის მებაღეს თბილისში, ნავთლუღის ბაზარში უნდა ჩაებარებინა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ბაზარი დაიხურა და ტიტები ადრესატის, კაკო პაპა კი - შემოსავლის გარეშე დარჩა. ერთმა სტატიამ და სოციალურ ქსელში დაწყებულმა საქველმოქმედო აქციამ კი მცირე მეწარმეს სრულად აუნაზღაურა დაკარგული თანხა.

საქართველოს მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილის მძღოლს კორონავირუსი სომხეთში ტვირთის გადატანისას დაუდგინდა

რატომ არ დაესწრო პატრიარქი სამებაში საკვირაო წირვას - ილია მეორე საღვთო ლიტურგიას 7 აპრილს ჩაატარებს

ინფექციურის თანამშრომლის ახალი ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო - ქალი, რომელიც ირანელმა პაციენტმა პოპულარული გახადა