ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - როგორ შეიცვალა ექსპრემიერის მდგომარეობა პანდემიის ფონზე

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - როგორ შეიცვალა ექსპრემიერის მდგომარეობა პანდემიის ფონზე

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე უმდიდრესი ადამიანების ქონება მცირდება. მათ შორის, ბოლო მონაცემებით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აქტივების წმინდა ღირებულება ერთ თვეში 1 მლრდ დოლარით შემცირდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკის პრეზიდენტის ქონება შეადგენდა 3.1 მლრდ დოლარს, ახლა კი მხოლოდ 2.1 მლრდ-ს.

მცირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულებაც. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთია, ვინც საქართველოდან "ბლუმბერგის" მილიარდერთა რეიტინგში ხვდება. ინდექსის მიხედვით, ივანიშვილი ქონება ბოლო 1 თვის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კერძოდ, 19-24 მარტის პერიოდში 4.92-4.97 მლრდ დოლარის ფარგლებშიც კი მერყეობდა.

ცნობისთვის, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ასე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.

3 აპრილის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.05 მლრდ დოლარად არის შეფასებული და ის რეიტინგში 321-ე პოზიციაზეა. 5.05 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.13 მილიონი უნცია ოქრო და 148 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0246%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 80%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.28%-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.... წაიკითხეთ სრულად

"თუ პასუხისმგებლობას იღებთ და ბავშვი ეზოში ჩაგყავთ, აუცილებლად თავად უნდა გაჰყვეთ მას" - პედიატრის რეკომენდაციები მშობლებს

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმებისა და მედდების ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა - ლევან გოფოძე

ინფიცირებულ მღვდელს სახლში მკურნალობდა საკუთარი და, რომელიც მედიკოსია და მასაც დაუდასტურდა კორონავირუსი