ავტორი:

ქუთაისში, ე.წ. ცხელების ცენტრში, ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში, ე.წ. ცხელების ცენტრში, ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა. პაციენტი ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში შეიყვანეს. საშუალო ასაკის ქალს ანალიზები დღეს აუღეს და კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი ინფიცირებული პაციენტია. ნაწილის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა და ბოქსორებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

stopcov.ge არსებული ბოლო მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.

"ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში", - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საელჩო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

რას წერს საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით გარდაცვლილი 2 პაციენტის შესახებ კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი