ავტორი:

თემქაზე, ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თემქაზე, ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, COVID-19-ით არიან დაავადებული ბიჭის დედა და ბაბუაც.

სტიქაროსანი ოჯახის წევრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სტიქაროსანი კვირას, 5 აპრილს ეკლესიაში იმყოფებოდა, 6 აპრილს კი ის კლინიკაში გადაიყვანეს. უცნობია, რა გახდა ახალგაზრდის ინფიცირების წყარო.

ზღვის უბანში მდებარე ტაძრის მესანთლე ამბობს, რომ სტიქაროსანი აბიტურიენტია, ტაძარში კვირას იმყოფებოდა, თუმცა მალევე წავიდა და მსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, კვირას მოქალაქეებს ზიარება არ მიუღიათ.

"ჩვენი ტაძრის სტიქაროსანია, არის ძალიან კარგი ბავშვი. კვირას წირვის დროს, შემოირბინა ტაძარში და მალევე წავიდა", - აცხადებს მესანთლე "ფორმულასთან" საუბრისას.

სასულიერო პირის ინფიცირების ორი შემთხვევა აქამდე ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში დაფიქსირდა.

"მეც ვარღვევ კანონს, სოციალური დისტანცია არ მაქვს, ამიტომ ხვალიდან ინტერვიუები იქნება სხვა წესით" - ლევან რატიანი მედიას

10-დან 27 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისით დაბრუნდებიან - დავით ზალკალიანი

საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრად გაიყიდება