ავტორი:

სტიქაროსანის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახია - რას ამბობს თემქის ეკლესიის მოძღვარი

სტიქაროსანის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახია - რას ამბობს თემქის ეკლესიის მოძღვარი

სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა, - ამის შესახებ იმ ეკლესიის მოძღვარი, მამა სერაფიმე აცხადებს, რომლის სტიქაროსანსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

"მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი მირჩევნია, ცოტა ხანი დათხოვილი ყოფილიყო მსახურებიდან და ტაძარში არ მოსულიყო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადის მკურნალობას, გუშინ გავიგე. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მე ექიმებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იგი მკურნალობის ქვეშ არის. პირადად დავინტერესდი, რადგან ეს არ არის სათამაშო თემა.

სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მრევლს დღეს გავაცანით იმიტომ, რომ მე თვითონ გვიან გავიგე ეს დაზუსტებით. დღეს ჩვენი მეგობარი სასულიერო პირი ატარებდა დღესასწაულზე წირვას. შეიძლება მე დღეს იქაც არ უნდა ვყოფილიყავი, რადგან გუშინ სრული ინფორმაცია მივიღე ამ ბავშვთან დაკავშირებით, პირბადით, უსაფრთხოების ზომების დაცვით, დისტანციის დაცვით ჩვენს მრევლს მსახურების შემდეგ გამოვუცხადეთ, რომ ასეთი რაღაც დადასტურდა,“ - განაცხადა მამა სერაფიმემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში“.

თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბიჭი ოჯახის წევრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სტიქაროსანი კვირას, 5 აპრილს ეკლესიაში იმყოფებოდა, 6 აპრილს კი ის კლინიკაში გადაიყვანეს.

"მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ კორონავირუსმა თბილ სეზონზე უკან უნდა დაიხიოს" - ამირან გამყრელიძე

"ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს იქნება კორონავირუსით ინფიცირების 350-დან 400 მდე შემთხვევა" - ამირან გამყრელიძე

"რაც პანდემია დაიწყო, თენგიზი სახლში ღამის 2-3 საათზე ადრე არ დაბრუნებულა" - რას ყვება ცნობილი ინფექციონისტის მეუღლე ოჯახზე