ავტორი:

შეკვეთილია 84 ათასი PCR ტესტი, 24 ათასი ანტისხეულების ტესტი და იგეგმება 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა - ეკა ტიკარაძე

შეკვეთილია 84 ათასი PCR ტესტი, 24 ათასი ანტისხეულების ტესტი და იგეგმება 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა - ეკა ტიკარაძე

ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, ხოლო გზაშია კიდევ 18 000 ცალი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 4 000 ტესტი უკვე საქართველოშია, ხოლო ამავე ტიპის 20 000 ტესტი გზაშია.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში მათი რაოდენობა 2 000-ია, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მათი უსაფრთხოება და მაღალი სანდოობა დამტკიცდება, იგეგმება კიდევ 200 000 ცალის შემოტანა.

„აქ წარმოდგენილი მაქვს ჩვენი შესყიდვების მიერ განხორციელებული ხელშეკრულების საფუძველზე ტესტების ზუსტი რაოდენობა. ამ ეტაპისთვის საქართველოში გვაქვს 2 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, დამატებით კიდევ შემოსულია 10 000 ტესტი, ხოლო გზაში არის 18 000 ტესტი. შეკვეთის საერთო რაოდენობა არის 84 ათასი ტესტი. გარდა ამისა, ადგილზე უკვე არის 4 000 ანტისხეულების ტესტი, გზაში არის 20 000 ტესტი. გაფორმებული ხელშეკრულებით, მათი საერთო რაოდენობა არის 24 ათასი. რაც შეეხება იმ სწრაფ ტესტებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, მას საკმაოდ ფრთხილი გამოყენება და მეტი მეთვალყურეობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ამ სწრაფ ტესტებს ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ. მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 2 ათასი, გზაში არის 52 ათასი. რაც შეეხება შეკვეთის საერთო რაოდენობას, მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, გვაქვს გეგმაში, რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 3500 საწოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში შეძლებს დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად.

„კლინიკების მზაობა ასევე ყოველდღიურად მოწმდება, რათა არ იყოს პიკურ პერიოდში გარკვეული რყევები ჰოსპიტალებში და ყველა ექიმი, როგორც ექთანი, იყოს მობილიზებული და სრულად აღჭურვილი. ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 3500 საწოლი მობილიზებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით შემთხვევის მიღებას ჩვენ შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუყოვნებლივ და პარალელურ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს, დამატებით შეგვიძლია, საკარტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროვებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება უკვე საკარანტინო ზონებში. საერთო ჯამი არის, დაახლოებით, 10 ათას პაციენტამდე, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის განმავლობაში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, იგეგმება თუ არა დღემდე უსამსახუროდ მყოფი ექიმების გადამზადება, დატრენინგება და კლინიკებში მათი გადანაწილება.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ოჯახის ექიმების მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს, რათა მათ მიერ საკარანტინო ზონებში პაციენტებზე ჩატარებული მკურნალობა უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს.

„ჩემთვის, ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი იმ ექიმების რაოდენობა და არც იმ ექიმების შესახებ არის ცნობილი, ვინც უსამსახუროდ არიან დარჩენილები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსგავსი გეგმა სამინისტროს ამ ეტაპზე არ აქვს იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც სტატისტიკასთან მიმართებით გვაქვს. მოგახსენებთ, რომ COVID 19-ის დადასტურებული ინფექცია 208 ადამიანს აქვს, აქედან 48 გამოჯანმრთელებულია. ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია დამდვილად არ იგეგმება. თუმცა, იმ პროფესიებთან მიმართებით, როგორებიც არიან რენიმატოლოგები, ინფექციონისტები, მათი მობილიზაცია უკვე არის. ასევე, ოჯახის ექიმების მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს, რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებული საკარანტინო ზონებში მკურნალობა ჩვენი პაციენტებისთვის უსაფრთხო და ეფექტური იყოს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

LIVE: "360 გრადუსი" - ანა დოლიძე, რომან გოცირიძე, კახა კუჭავა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე იქცევა პანდემიასთან ბრძოლაშიც" - ჯეიმს აპატურაი