ავტორი:

5 რჩევა, როგორ გავზარდოთ შრომისუნარიანობა თუ სახლიდან ვმუშაობთ

5 რჩევა, როგორ გავზარდოთ შრომისუნარიანობა თუ სახლიდან ვმუშაობთ

დღეს, ადამიანების დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, რაც თავდაპირველად, კომფორტულადაც გვეჩვენებოდა, თუმცა მოგვიანებით მივხვდით, რომ ასე გაცილებით რთულია, ჩვეული რეჟიმი შეინარჩუნო და ფორმიდან არ ამოვარდე.

ამასთან, მცირეწლოვანი ბავშვების, მრავალწევრიანი ოჯახების შემთხვევაში ხშირად, საქმეზე კონცენტრირებაც გვიჭირს და საბოლოოდ, სახლში მუშაობა იმაზე სტრესული აღმოჩნდება-ხოლმე, ვიდრე წარმოგვედგინა.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, როგორ გავხდეთ უფრო პროდუქტიულები და ავიმაღლოთ შრომისუნარიანობა:

1. ადრე გაღვიძება

რა თქმა უნდა, სახლიდან ოფისამდე მისასვლელად ვიდრე უფრო მეტ დროს ვხარჯავდით, ვიდრე საწოლიდან კომპიუტერამდე, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ დილის რუტინას არც ახლა დავარღვევთ. თუ ადრე საუზმისთვის ან ყავის მოსამზადებლად დრო არ გვრჩებოდა, ახლა სრული თავისუფლება გვაქვს და შეგვიძლია, დილის სასიამოვნო რიტუალის შემდეგ, მუშაობას ენერგიულად და პროდუქტიულად შევუდგეთ.

2. სამუშაო კუთხის კომფორტულად მოწყობა

ოფისში სამუშაო კუთხე ყველას საკუთარ თავზე გვაქვს მორგებული. კომფორტული სკამი და საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვნება - ეს ორი ასპექტი მუშაობის პროცესს ბევრი ჩვენგანისთვის ხშირად უფრო ეფექტურს ხდის. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, საკანცელარიო ნივთები ონლაინ შევიძინოთ და სამუშაო მაგიდას სწორედ ის სკამი მივუდგათ, რომელიც სახლში ყველაზე კომფორტულად მიგვაჩნია.

3. აუცილებელია შესვენება

მუდმივად ჯდომამ შეიძლება წელისა და კუნთების ტკივილი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც გამოიწვიოს, ამიტომ რეკომენდებულია, ყოველ ერთ საათში რამდენიმე წუთით თუნდაც ოთახში გავიაროთ, მზერა შორს გადავიტანოთ, რომ თვალები დავასვენოთ და ცოტა განვიტვირთოთ.

შესვენება ადამიანს უფრო პროდუქტიულს ხდის.

4. გონების ფუნქციონირების გაუმჯობესება

შეიძინეთ სახლიდან გაუსვლელად. www. mildronat.ge

სტრესულ მდგომარეობაში ხშირად, ადამიანის გონება ისე ეფექტურად ვერ მუშაობს, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში, ამიტომ მას დამატებით კვება სჭირდება. მედიკოსები რეკომენდაციას გვაძლევენ, სახლში ყოფნის პერიოდში, ჯანსაღად ვიკვებოთ. მივიღოთ ისეთი ვიტამინებით გამდიდრებული საკვები, რომელიც გონებას უკეთ ფუნქციონირებაში დაეხმარება და ამავდროულად, წონაშიც არ მოვიმატებთ. ასეთია ხილი, ბოსტნეული, თევზი და სხვა ჯანსაღი პროდუქტები.

ამასთან, თუ ვგრძნობთ, რომ მუშაობისთვის ენერგია აღარ გვყოფნის, მუდმივ დაღლილობას ვგრძნობთ და ეს ყველაფერი პერმანენტულ ხასიათს იღებს, შეგვიძლია, მივიღოთ უსაფრთხო პრეპარატი, რომელიც ძალების აღდგენაში დაგვეხმარება. მაგალითისთვის, ასეთი მედიკამენტი არის „მილდრონატი 250®მგ“ კაფსულების სახით, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას, აჩქარებს სააზროვნო პროცესებს და დადებითად აისახება შრომისუნარიანობაზე.

5. დაიცავით სამუშაო გრაფიკი

ხანდახან ვფიქრობთ, რომ სახლში ყოფნა დამატებითი სამუშაოს შესრულებასაც გულისხმობს, ჩვენ ხომ ტრანსპორტირებაში დროს არ ვხარჯავთ, არ გავდივართ ლანჩზე და ხშირად, პირდაპირ სამუშაო მაგიდასთან ვიკვებებით (რასაც ასევე არ გვირჩევენ). რეალურად, თავი რეჟიმში რომ ვიგრძნოთ, გონებას დასვენების საშუალება უნდა მივცეთ. სამუშაო გრაფიკის გამუდმებით დარღვევა კი დიდი ალბათობით, მოტივაციისა და შრომისუნარიანობის შემცირებას გამოიწვევს.

მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, სემეკმა შესაბამისი პლატფორმა აამოქმედა

"კოლორ ჯგუფი" მცირე და საშუალო ბიზნესებს დეკორატიულ სააღდგომო შეფუთვებს შეღავათიან ფასად სთავაზობს

დღეიდან ,,მაგნიტის’’ მომხმარებლებს მარტოხელა მოხუცების დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ