ავტორი:

"დღეს, 22.00 საათზე, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ..." - გიორგი კეკელიძე

"დღეს, 22.00 საათზე, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ..." - გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე თანამოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში დარჩენილებმა მიაგონ პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას:

"მეგობრებო და ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო! არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი: დღეს, საღამოს 22.00 წუთზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ.

ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. სულ მცირე, ამ დროს თქვენსავე გვერდზე განათავსეთ ჰიმნი - #9აპრილი.

იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის. გვახსოვდეს #9აპრილი, თქვენი გიორგი კეკელიძე" - წერს მწერალი.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები... ექიმების განკითხვა სულიერ ზიანს მოგვიტანს - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქში"

"ვიხრჩობოდი, გულში თითქოს დანა ჩამარტყეს.. ფილტვები ისე მტკიოდა მეგონა, ზურგში ამომებურცა" - ჰოლანდიაში მცხოვრები გოგო კორონავირუსის შემზარავ სიმპტომებზე

"საფლავთან მისვლა როდის სჭირდებოდა ხსოვნას..." - რას წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს პრეზიდენტი