ავტორი:

წიგნები, რომელთა შეძენასაც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  პრესის გავრცელების წერტილებში შეძლებთ

წიგნები, რომელთა შეძენასაც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  პრესის გავრცელების წერტილებში შეძლებთ

დღეს ყველა ჩვენგანი თვითოზოლაციაშია, ვრჩებით სახლში და ვცდილობთ, დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. საჭირო ნივთებთან წვდომა, უმეტესად, შეიზღუდა, თუმცა წიგნის შეძენის საშუალება ჯერ კიდევ არის.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრესის გავრცელების წერტილების ნაწილი ისევ აგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წიგნები, რომლებიც, პრესასთან ერთად, („კვირის პალიტრა“, „გზა“, „საბავშვო კარუსელი“) ვრცელდებოდა, ისევ მიეწოდება მკითხველს, თუმცა - გარკვეული შეზღუდვებით. სწორედ ამ შეზღუდვების გამო, ჩვენი მკითხველები ყოველდღიურად გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან, თუ სად შეუძლიათ შეიძინონ თავიანთი საყვარელი გამოცემები.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, 6 აპრილს გამოვიდა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ მომზადებული სერიის მე-6 ტომი, „დიაბეტი“ . 13 აპრილს ჩვენი მკითხველი ელოდება ბიბლიის განმარტებების მე-8 ტომს. 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მკითხველი, ტრადიციულად, განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებს. ამ დღისთვის საგანგებოდ მომზადდა პავლე მოციქულის ეპისტოლენი, რომელიც ტყავის სპეციალურ ჩანთა-ყდაშია ჩასმული და ოქროს გრავირებითაა გაფორმებული, ხოლო 27 აპრილს, ქართველი მეფეების სერიაში, ლეონ II გამოვა.

რაც შეეხება ჟურნალ „გზას“, 9 აპრილს გამოვა პოპულარული ქართველი ავტორის, რამაზ გიგაურის, „წარმატების 365 გასაღების“ მე-9 ტომი, ხოლო 16 აპრილს, „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების“ სერიაში 24-ე ტომი - იუგოსლავიური ზღაპრები. 23 აპრილს კი, „ტოპ თრილერის“ სერიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ავტორების თრილერის ჟანრის წიგნებს აერთიანებს, ისინი, ვისაც უჩვეულო, ჩახლართული და საშიში სიუჟეტები იზიდავს, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თრილერს, რობერტ გელბრეითის (ჯოან როულინგი) „ბოროტების სამსახურში“, მიიღებენ.

აპრილიდან, ჟურნალ „საბავშვო კარუსელთან“ ერთად, დაიწყო ახალი პროექტი, „ზღაპრების კარუსელი“, რომლის პირველი წიგნი - „გვრიტი და სხვა ზღაპრები“ - უკვე მიიღო მკითხველმა. მაისის ნომერში ჟურნალში „პინოქიო და სხვა ზღაპრები“ დაგხვდებათ.

ჩვენი მკითხველების თხოვნით, გიზიარებთ იმ ობიექტების სიასა და მისამართებს, სადაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შეგიძლიათ, შეიძინოთ ჩვენი წიგნები პრესასთან ერთად.

„ელვამარკეტების ქსელმა“, რომელიც თბილისსა და რუსთავშია, მოგვაწოდა მისამართების სია და თავისი კონსულტანტების ტელეფონის ნომრები. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ სახლიდან გასვლამდე, დაურეკოთ თქვენთან ახლომდებარე ფილიალის კონსულტანტს და გადაამოწმოთ, აქვს თუ არა თქვენთვის სასურველი სერიული გამოცემა ადგილზე. ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, შევზღუდოთ გარეთ სიარული და დავრჩეთ სახლში.

ელვამარკეტების ჩამონათვალი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები

ქვემოთ ჩამოთვლილია ობიექტები, სადაც, პრესისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე, თქვენ იპოვით ჩვენი სერიების წიგნებსაც ჟურნალ-გაზეთებთან ერთად.

მარკეტების მისამართები სადაც პრესათან ერთად წიგნის შეძენას შეძლებთ

გამომცემლობა „პალიტრა L“ კვლავაც შეეცდება, დაგეხმაროთ დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გატარებაში.

#დარჩისახლში და იმოგზაურე შეუზღუდავად დროსა და სივრცეში ჩვენს წიგნებთან ერთად.

#კითხვაგვაერთიანებს

ტოპ 5 წიგნი, რომელსაც სერიალ Friends-ის პერსონაჟები კითხულობდნენ და თავიანთ ცხოვრებას უკავშირებდნენ

ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეექვსე თავი)